კიოძუნი
კოიძუნი (იაპონ. 香淳; დ. 6 მარტი, 1903, ტოკიო, იაპონია — გ. 16 ივნისი, 2000, ტოკიო, იაპონია) — იაპონიის იმპერატორ ჰიროჰიტოს მეუღლე 1928-1989 წლებში. იაპონიის იმპერატორ აკიჰიტოს დედა. იაპონიის ისტორიაში იგი ყველაზე გრძელ ვადიანი კონსორტი იყო.
კიოძუნი | |
---|---|
იაპონიის იმპერატორის მეუღლე | |
კორონაცია: | 10 ნოემბერი, 1928 |
მმართ. დასაწყისი: | 25 დეკემბერი, 1926 |
მმართ. დასასრული: | 7 იანვარი, 1989 |
წინამორბედი: | ტეიმეი |
მემკვიდრე: | მიჩიკო |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 6 მარტი, 1903 |
დაბ. ადგილი: | ტოკიო, იაპონია |
გარდ. თარიღი: | 16 ივნისი, 2000, (97 წლის) |
გარდ. ადგილი: | ტოკიო, იაპონია |
მეუღლე: |
ჰიროჰიტო, იაპონიის იმპერატორი (ქ. 1924 - გარდ. 1989) |
შვილები: | აკიჰიტო, იაპონიის იმპერატორი |
დინასტია: | იამატოს დინასტია |
მამა: | პრინცი კუნი კუნიოში |
დედა: | შიმაცუ ჩიკაკო |
რელიგია: | შინტოიზმი |
ადრეული ცხოვრება
რედაქტირებაპრინცესა ნაგაკო დაიბადა 1903 წლის 6 მარტს ტოკიოში. იგი იყო პრინც კუნი კუნიოშისა და მისი ცოლის, შიმაცუ ჩიკაკოს ქალიშვილი. იგი იაპონიის იმპერატორის მეცამეტე თაობის შთამომავალი იყო, რის გამოც საიმპერატორო ოჯახის წევრად ითვლებოდა და კუნის პრინცესის წოდებასაც ატარებდა. გარდა მამის იმპერიული წარმომავლობისა, დედამისიც საკმაოდ გავლენიანი არისტოკრატიული ოჯახის შვილი იყო. იგი გახდა ერთ-ერთი უკანასკნელი იაპონელი, რომელიც ძველი ტრადიციის მიხედვით ქვეყნის გარეთ არ გასულა, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეიცვალა.
როგორც ახალგაზრდა გოგონა, ნაგაკო ტოკიოს არისტოკრატი გოგონების კერძო სასწავლებელში იღებდა განათლებას. მასთან ერთად სწავლობდა კორეის კრონპრინცესა ბანგიაც. თოთხმეტი წლის ასაკში იგი სკოლიდან გამოიყვანეს და ექვსწლიან სასწავლო პროგრამაში ჩართეს, რომელიც მიზნად ისახავდა იმპერატორის მეუღლისათვის საჭირო თვისებების გამომუშავებას.
ქორწინება
რედაქტირებაჯერ კიდევ ღრმა ბავშვობაში იგი დანიშნეს თავის ბიძაშვილზე, იაპონიის კრონპრინც ჰიროჰიტოზე, რაც მისი მშობლებიც მიერ იყო მოწყობილი. იაპონური არისტოკრატია მსგავს ქორწინებებს უკვე მიჩვეული იყო. 1919 წლის იანვარში უკვე ოფიციალურად გამოცხადდა მათი ნიშნობის შესახებ. ტრადიციის მიხედვით კრონპრინც ჰიროჰიტოს ნება დართეს საკუთარი საცოლე თავად აერჩია, თუმცა ნაგაკოს ასეთი ფუფუნება არ ჰქონია. მან თავისი არჩევანი სწორედ ნაგაკოზე შეაჩერა, რის შემდეგაც დაიწყო საქორწინო სამზადისი.
პრინცესა ნაგაკო და კრონპრინცი ჰიროჰიტო 1924 წლის 26 იანვარს დაქორწინდნენ ტოკიოში, რითაც იგი იაპონიის კრონპრინცესა გახდა. ქორწილიდან ორ წელიწადში, 1926 წლის 25 დეკემბერს ჰიროჰიტო იმპერატორი გახდა, ნაგაკო კი მისი კონსორტი, რა დროსაც სახელი გადაერქვა და კოიძუნი ეწოდა. ქორწინების პირველი ათი წლის განმავლობაში კოიძუნმა ოთი ბავშვი გააჩინა, თუმცა ოთხივე გოგონა, რაც მემკვიდრის პრობლემას იწვევდა. ქორწილიდან მხოლოდ ათი წლის შემდეგ, 1933 წლის 23 დეკემბერს გააჩინა მან თავისი პირველი ვაჟი და მომავალი იმპერატორი აკიჰიტო. საბოლოოდ მათ სულ შვიდი შვილი შეეძინათ, რომელთაგან მხოლოდ ორი იყო ვაჟი, ხუთი კი გოგონა.
იმპერატორის მეუღლე
რედაქტირებაიმპერატორის მეუღლე კოიძუნი თავის წოდებრივ-წარმომადგენლობით მოვალეობებს სიხარულით ასრულებდა. მისი მმართველობის პერიოდში საბოლოოდ გაქრა იაპონური არქაული სამეტყველო ნორმები და თანამედროვე წესები დამკვიდრდა. იგი ესწრებოდა ყველა მნიშვნელოვან ღონისძიებას, როგორებიცაა იაპონიის დაარსებიდან 2,600 წლის იუბილე, 1940 წელს იაპონიის იმპერიის დაარსება და 1942 წელს სინგაპურის დაპყრობის აღსანიშნავი ღონისძიება.
1971 წელს კიოძუნი იმპერატორ ჰიროჰიტოსთან ერთად ევროპის ტურში იყო, 1975 წელს კი ისინი აშშ-ს ეწვივნენ.
იმპერატორის დედა
რედაქტირება1989 წლის 7 იანვარს ჰიროჰიტოს გარდაცვალებით კიოძუნი დაქვრივდა და ტახტი მისმა ვაჟმა, იმპერატორმა აკიჰიტომ დაიკავა. მან გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ მოახერხა საყვარელი მეუღლის დაკრძალვაზე დასწრება.
2000 წლის 16 ივნისს, დილის 04:46 საათზე, ოჯახურ გარემოში 97 წლის კიოძუნი გარდაიცვალა. იგი 74 წლის განმავლობაში იჯდა საიმპერატორო ტახტზე, რითაც გადაუსწრო იმპერატორის მეუღლე კანშის, რომელიც IX საუკუნეში მოღვაწეობდა.
ტიტულები და წოდება
რედაქტირება- 6 მარტი, 1903 - 26 იანვარი, 1924: მისი იმპერიული უდიდებულესობა კუნის პრინცესა ნაგაკო;
- 26 იანვარი, 1924 - 25 დეკემბერი, 1926: მისი იმპერიული უმაღლესობა კრონპრინცესა;
- 25 დეკემბერი, 1926 - 7 იანვარი, 1989: მისი იმპერიული უმაღლესობა იმპერატორის მეუღლე;
- 7 იანვარი, 1989 - 16 ივნისი, 2000: მისი იმპერიული უმაღლესობა იმპერატორის ქვრივი მეუღლე;
შვილები
რედაქტირებასურათი | სახელი | დაიბადა | გარდაიცვალა | ზოგადი ინფორმაცია |
---|---|---|---|---|
შიგეკო | 6 დეკემბერი, 1925,
ტოკიო, იაპონია |
23 ივლისი, 1961,
ტოკიო, იაპონია (35 წლის) |
პრინცესა ტერუ. ცოლად გაჰყვა პრინც მორიჰირო ჰიგაშიკუნის, რომელთანაც შეეძინა
ხუთი შვილი. | |
საჩიკო | 10 სექტემბერი, 1927,
ტოკიო, იაპონია |
8 მარტი, 1928,
ტოკიო, იაპონია (5 თვის) |
პრინცესა ჰისა. გარდაიცვალა ჩვილი, დერმატიტის ინფექციით. | |
კაძუკო | 30 სექტემბერი, 1929,
ტოკიო, იაპონია |
26 მაისი, 1989,
ტოკიო, იაპონია, (59 წლის) |
პრინცესა ტაკა. ცოლად გაჰყვა ტოშიმიჩი ტაკაცუკასას, თუმცა შვილები არ ჰყოლია. | |
აცუკო | 7 მარტი, 1931,
ტოკიო, იაპონია, (87 წლის) |
ცოცხალია | პრინცესა იორი. ცოლად გაჰყვა ტაკამასა ისედას, თუმცა შვილები არ ჰყოლია. | |
აკიჰიტო | 23 დეკემბერი, 1933,
ტოკიო, იაპონია, (85 წლის) |
ცოცხალია | იაპონიის იმპერატორი 1989-2019 წლებში. ცოლად შეირთო მიჩიკო შიოდა, რომელთანაც
შეეძინა სამი შვილი, მათ შორის ამჟამინდელი იმპერატორი ნარუჰიტო. | |
მასაჰიტო | 28 ნოემბერი, 1935,
ტოკიო, იაპონია, (83 წლის) |
ცოცხალია | პრინცი ჰიტაჩი. ცოლად შეირთო ჰანაკო ცუგარუ, თუმცა შვილები არ ჰყავს. | |
ტაკაკო | 2 მარტი, 1939,
ტოკიო, იაპონია (80 წლის) |
ცოცხალია | პრინცესა სუგა. ცოლად გაჰყვა ჰისანაგა შიმაცუს, რომელთანაც შეეძინა ერთი შვილი. |
ლიტერატურა
რედაქტირება- Connors, Leslie. (1987). The Emperor's Adviser: Saionji Kinmochi and Pre-war Japanese Politics. London: Routledge. ISBN 978-0-7099-3449-3
- Koyama, Itoko. (1958). Nagako, Empress of Japan (translation of Kogo sama). New York: J. Day Co. OCLC 1251689
- Large, Stephen S. (1992). Emperor Hirohito and Shōwa Japan: Political Biography. London: Routledge. ISBN 978-0-415-03203-2
- "Emperor Showa and Empress Kojun – The Imperial Household Agency". Kunaicho.go.jp. Retrieved 11 March 2017.
- Downer, Lesely. Obituary: "Nagako, Dowager Empress of Japan," The Guardian (London). 17 June 2000.