ტბეთის I ოთხთავი
ტბეთის I ოთხთავი ანუ სახარება — X საუკუნის მიწურულის ქართული ხელნაწერი ოთხთავი. გადაწერილია 995 წელს შავშეთში, ტბეთის მონასტერში. ხელნაწერს ახლავს ანდერძი, რომლიდანაც ირკვევა, რომ ოთხთავი ორი კალიგრაფის, დავით ოშკელისა და არქიპოსის მიერაა შესრულებული.
საწერ მასალად გამოყენებულია ეტრატი. ხელნაწერი 322 ფურცელს შეიცავს. ნაწერია ასომთავრული ანბანით.
ტბეთის I ოთხთავი დღეს რუსეთში, სანქტ-პეტერბურგის ბიბლიოთეკაშია დაცული (№ 2102).
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ტაო-კლარჯეთი, ხელნაწერი მემკვიდრეობა, თბილისი, ბათუმი, 284-6-82012, გვ. 10. ISBN 978-9941-9284-6-8