ტაქსა — სანადირო ძაღლების ჯიში. იყენებენ მელიის, აცვის, ენოტისებრი ძაღლის სოროში მოსაპოვებლად.თავისი ფორმის წყალობით ჯიშს შესწევს უნარი ნებისმიერ სოროში შეძვრეს და გამორეკოს ცხოველი. აქვს გრძელი ტანი, მოკლე ფეხები (გაფარჩხული წინა კიდურები). სოლისებრი თავი, დაკიდებული ყურები და ხმლის ფორმის კუდი. ტაქსა ეგვიპტეში ცნობილი იყო ჯერ კიდევ ძვ. წ. 2 ათ. წლის წინათ. მეცნიერები თვლიან რომ ტაქსას წინაპრები იყვნენ ძველი ეგვიპტური ძაღლები გრძელი ტანით და მოკლე კიდურებით. როგორც ჯიში ჩამოყალიბდა XVIII საუკუნის შუა წლებში გერმანიაში. განასხვავებენ მსხვილ, საშუალო და ჯუჯა (ქონდარა) ტიპის ტაქსას.

არსებობს მისი სხვადასხვა სახეობა: სტანდარტული და მინიატურული, ასევე მოკლებეწვიანი და გრძელბეწვიანი ტაქსა. შეფერილობაც მრავალგვარია შავი, წითური, ვეფხვისფერი, თეთრი ყავისფერი ლაქებით და სხვა.

გავრცელებულია ბევრ ქვეყანაში როგორც დეკორატიული ძაღლი..

აღნაგობა

რედაქტირება
  • სხეული: გრძელი და დაკუნთული; ტანით ასუფთავებს მიწას, რომ დაუბრკოლებლად იმოძრაოს.
  • ბალანი: სწორბეწვიანი: მოკლე, ხშირი ბეწვი და რბილი დამყოლი ტყავი აქვს. უხეში ბეწვი კუდის ქვემო მხარეს ამოსდის.
  • თავი: გრძელი და ოვალური, ოდნავ მორკალული თავის ქალა და ძლიერი ყბები; დრუნჩი შავი ან ყავისფერი, ბეწვის ფერის შესაბამისად.
  • თვალები: საშუალო ზომის და მუქი. ლაქებით დაფარულ ძაღლებს შეიძლება ერთი ან ორივე თვალი ნაწილობრივ ან მთლიანად ღია ცისფერი ჰქონდეთ.
  • ყურები: მოძრავი, გრძელი და ფართო; თავის ზედა ნაწილზე განლაგებული.
  • კიდურები: დაკუნთული წინა კიდურები; უკანა კიდურები დგომისას ერთმანეთის პარალელურია.
  • თათები: დიდი წინა და მომცრო უკანა თათები.

კუდი: ოდნავ მოხრილი; აგრძელებს ხერხემლის ზოლს.

ზოგადი მონაცემები

რედაქტირება
  • სიმაღლე: ხვადი 25-35 სმ, ძუ 15-25 სმ.
  • წონა: ხვადი 8-12 კგ, ძუ 4-9 კგ,
  • სიცოცხლის ხანგრძლივობა: 14 წელი
  • წარმომავლობა: გერმანია

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: