Tatra T6A2

(გადამისამართდა გვერდიდან ტატრა T6A2)
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

T6A2ჩეხური წარმოების ერთსექციური, ოთხღერძიანი, მოტორებიანი ტრამვაის ვაგონი, რომელსაც 1985–1999 წლებში კომპანია ČKD Tatra აწარმოებდა. ეს ვაგონი მისი წინამორბედებისგან სრულიად განსხვავებულია. მან წარმატებით ჰპოვა გავრცელება ვიწროგობარიტიანი ტრამვაის სისტემებში, განსაკუთრებით კი აღმოსავლეთ გერმანიის ქალაქებში.

T6A2
აგებული ვაგონების რაოდენობა 348
გამოშვების წლები 1985-1999
სიგრძე (ბუფერებამდე) 14 მ />
სიგანე 2,2 მ />
სიმაღლე 3,11 მ/>
მოტორების ჯამური სიმძლავრე 180 kW
ადგილების რაოდენობა 20-29 დასაჯდომი />81/129 დასადგომი (B6A2: 92/147)
მწარმოებელი ČKD Tatra

ვარიაციები

რედაქტირება
 
ბერლინის მოდერნიზებული T6A2D
 
ტატრა T6A2D–ების ბმული ბერლინში
 
მოდერნიზებული T6A2D როსტოკში, მისაბმელი ვაგონით NB4

1980–იანი წლების დასასრულს აღმოსავლეთ გერმანიის ქალაქებში გაჩნდა ახალი ტრამვაის ვაგონების საჭიროება, მოძველებული ტრამვაის პარკის განახლებისათვის, ამიტომ კომპანია ČKD Tatra–მ 1985 წელს დაიწყო აღნიშნული ვაგონების გამოშვება. ახლადაგებული ვაგონების გამოცდა პრაღაში წარმოებდა, რის შემდეგაც ტატრა T6A2 ვაგონების პირველი პარტია დრეზდენმა მიიღო. 1988–1991 წლებში აღმოსავლეთ გერმანიის ქალაქებს 174 ვაგონი მიეწოდა. მათგან უმსხვილესი დამკვეთი ბერლინი იყო, სადაც T6A2 და B6A2 177 ერთეულმა მოიყარა თავი, გარდა იმ 5 ვაგონისა, რომლებიც 1995 წელს როსტოკს გადაეცა.

T6A2B შეიქმნა სოფიას ტრამვაის ქსელისთვის. პირველი 40 ვაგონი 1991 წელს აიგო, ხოლო მომდევნო 17,_1999 წელს.

უნგრეთის ქალაქ სეგედს 13 ერთეული T6A2 მიეწოდა, სადაც ისინი T6A2H–ად გადაკეთდა და 1997 წელს ექსპლუატაციაში ჩაეშვა.

პროდუქციის გაყიდვები

რედაქტირება

1985–1999 წლებში სულ აიგო 256 T6A2 და 92 B6A2 (მისაბმელი ვაგონი), რომლებიც მიეწოდა შემდეგ ქალაქებს:

ქალაქი ბმული ვაგონის ტიპი მიღების წლები ვაგონების რაოდენობა სარეგისტრაციო ნომრები შენიშვნა
სოფია სოფიის ტრამვაი T6A2B 19911999 57 ვაგონი 2001 – 2057  
ქალაქი ბმული ვაგონის ტიპი მიღების წლები ვაგონების რაოდენობა სარეგისტრაციო ნომრები შენიშვნა
სეგედი სეგედის ტრამვაი T6A2H 1997 13 ვაგონი 900 – 912  
ქალაქი ბმული ვაგონის ტიპი მიღების წლები ვაგონების რაოდენობა სარეგისტრაციო ნომრები შენიშვნა
ბერლინი ბერლინის ტრამვაი T6A2D 19881990 118 ვაგონი 218 101 – 218 218  
დრეზდენი დრეზდენის ტრამვაი T6A2D 19851988 4 ვაგონი 226 001 – 226 004  
ლაიფციგი ლაიფციგის ტრამვაი T6A2D 19881991 28 ვაგონი 1001 – 1028  
მაგდებურგი მაგდებურგის ტრამვაი T6A2D 1989 6 ვაგონი 1275 – 1280 შვერინის ვაგონების ნომრებია 1281 – 1286
როსტოკი როსტოკის ტრამვაი T6A2D 19891990 24 ვაგონი 601 – 624  
შვერინი შვერინის ტრამვაი T6A2D 1989 6 ვაგონი ექსპლუატაციაში არ გაშვებულან ვაგონები მიჰყიდეს მაგდებურგს

(აღნიშნული ვაგონების რაოდენობა შესაძლოა დღეისათვის სხვადასხვა ქალაქში შეცვლილი იყოს)

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/Tatra_T6A2“-დან