ტატიანა შჩერბატოვა-შევიაკოვა

ხელოვნებათმცოდნე, მხატვარი-კოპიისტი

ტატიანა სერგეის ასული შჩერბატოვა-შევიაკოვა (რუს. Татьяна Сергеевна Щербатова-Шевякова) (დ. 1905 — გ. 1 აპრილი, 2000) — რუსი ხელოვნებათმცოდნე, მხატვარი-კოპიისტი. 1936-1987 წლებში ცხოვრობდა და მუშაობდა საქართველოში. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე.

დაიბადა სმოლენსკელი თავადის სერგეი შჩერბატოვის ოჯახში. დაამთავრა ლენინგრადის ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტი (ლიდია დურნოვოს სახელოსნო). მონაწილეობდა არაერთ ექსპედიციაში რუსეთსა და საქართველოში ძველი ფრესკების პირების გადმოღების მიზნით. მეუღლის, ხელოვნებათმცოდნე ბორის შევიაკოვის დაპატიმრებისა და გადასახლების (მოგვიანებით დახვრიტეს) შემდეგ, 1936 წელს საქართველოში გადმოსახლდა და აქ 1987 წლამდე მუშაობდა. სწავლობდა შუა საუკუნეების ქართული მონუმენტალური ხელოვნების ნიმუშებს; საქართველოს და სომხეთის მუზეუმების დაკვეთით შექმნა მრავალი ფრესკის ასლი-ფაქსიმილე, რომელიც გამოირჩეოდა როგორც მაღალმხატვრული ღირებულებით, ასევე დოკუმენტური სიზუსტით. მისი ნამუშევრები ინახება საქართველოს, სომხეთისა და რუსეთის მუზეუმებში.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • Монументальная живопись раннего средневековья Грузии. — Тб.: Хеловнеба, 1983.
  • Нередица. Монументальные росписи церкви Спаса на Нередице. — М., 2004.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ჩიხლაძე ნ., ძველი საქართველოს მონუმენტური მხატვრობა და მისი მოამაგენი.-თბ., 2017.
  • Китовани Н. Татьяна Сергеевна Щербатова-Шевякова в Грузии // Русское искусство. — 2013. — № 1 (37). — С. 112–117.