ტარიელ მაისურაძე
ტარიელ ტარიელის ძე მაისურაძე (დ. 24 ივლისი, 1970, სოფ. ახალსოფელი, გუდაუთის მუნიციპალიტეტი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, საქართველოს სსრ) — ქართველი, ბელარუსის ესტრადის პოპულარული მომღერალი, კომპოზიტორი, კინომსახიობი და ტელეწამყვანი, ბელარუსის მუსიკოსთა კავშირის წევრი[1], საქართველოსა და ბელარუსის მოქალაქე, რუსეთის ფედერაციის საპატიო მოქალაქისა და ორდენის, რუსეთის ფედერაციის საპატიო არტისტის და ორდენის წოდებების მფლობელი. დაამთავრა ბელარუსის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1991 წლიდან დღემდე წერს მუსიკას, მონაწილეობს ტელე და კინო-გადაღებებში.
ტარიელ მაისურაძე | |
---|---|
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 24 ივლისი, 1970 |
დაბ. ადგილი | გუდაუთა, აფხაზეთის ასსრ, საქართველოს სსრ |
წარმოშობა | საქართველო |
ჟანრ(ებ)ი | პოპ-მუსიკა, როკ-მუსიკა, საესტრადო მუსიკა, ხალხური მუსიკა, ჯაზი. |
საქმიანობა | მომღერალი, კომპოზიტორი და კინო მსახიობი |
აქტიური | 1991 |
ლეიბლ(ებ)ი | ტტმ (TTM) |
საიტი |
ბიოგრაფია
რედაქტირებამესამე კლასიდან, უფროს ძმებთან ერთად ვია რითმი-ს წევრი იყო, დასარტყამებზე უკრავდა. მერვე კლასიდან ქალაქ გუდაუთის კულტურის სახლის აფხაზური ვია მზიმთა-ს წევრი გახდა, რომელთან ერთადაც თითქმის მთელი ზღვისპირეთი და ყველა აფხაზური სოფელ შემოიარა კონცერტებით. 17 წლის ასაკში დააარსა საბავშვო ვოკალურ — ინსტრუმენტალური ანსამბლი „ნარინჯი“, რომელიც კონცერტებს მართავდა პიონერთა ბანაკებში, სადაც საზაფხულო არდადეგების პერიოდში რუსეთიდან ჩამოსული სკოლის მოსწავლეები ისვენებდნენ. ტარიელი აგრეთვე ცეკვავდა ქართულ ხალხურ ცეკვების ანსამბლში ემზარ ლაკბერაიას ხელმძღვანელობით.
1988-1990 წლებში მსახურობდა სსრკ სამხედრო-საჰაერო ძალებში. 1990 წელს შევიდა მინსკის კულტურის და ხელოვნების უნივერსიტეტში, რომელიც 1996 წელს დაამთავრა. 1991 წელს მაისურაძე იწყებს თავის მუსიკალურ კარიერას სოლისტად ლეგენდარულ როკ-ჯგუფში „დალნი რეის“. საკონცერტო გამოსვლები ანშლაგით მიმდინარეობდა, მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლის პერიოდმა და მუსიკალური ბიზნესის რთულმა წესებმა ჯგუფი „დალნი რეისი“ დაშალა, რადგან მისმა წევრებმა სოლო კარიერის წამოწყება გადაწყვიტეს.
1993 წელს ტარიელი ვიტებსკში ახალგაზრდა შემსრულებელთა საერთაშორისო ფესტივალ „სლავიანსკი ბაზარის“ დიპლომანტი გახდა ბელარუსული სიმღერის შესრულებით. ამ მიღწევამ უბიძგა არტისტს მუსიკოსის კარიერის შექმნისაკენ ბელარუსში, რადგან ამ დროს საკუთარი საცხოვრებლიდან ლტოლვილი იყო.
1994 წელს ტარიელი მიხეილ ფინბერგის ხელმძღვანელობით ბელორუსიის ცნობილი ორკესტრის სოლისტი გახდა.
1995 წელს პოლონეთში ახალგაზრდა შემსრულებლების საერთაშორისო ფესტივალზე „ზლოტოვ-95“ ტარიელმა მოიპოვა გრან-პრი ბელარუსული სიმღერით „Нелюдзiмая“.
1996 წელს ბელარუსული პოეზიისა და სიმღერების კონკურს „მოლოდეჩნო-96-ის“ ლაურეატი გახდა. გამოდიოდა ჯაზ-კონცერტებში ორკესტრთან ერთად მიხეილ ფინბერგის ხელმძღვანელობით.
1996-2000 წწ. ტარიელი ლექციებს კითხულობდა მინსკის თანამედროვე ცოდნის ინსტიტუტში, ასევე ხელმძღვანელობდა ქ. მინსკის რადიოსადგურ „რადიო „ბი-ეის“ (104.6 FM) და „სტილ რადიოს“ (101.2 FM).
პროფესიონალური მუსიკოსის პოპულარობის მოპოვებასთან ერთად ტარიელმა კინოშიც სცადა მსახიობობა, რაც ასევე წარმატებით დაგვირგვინდა. კონცერტებისა და გადაღებების პარალელურად ტარიელს მიჰყავდა ბელარუსულ ტელეარხებზე სატელევიზიო პროგრამები, როგორიცაა: „მინდა რომ სიმღერა ჟღერდეს“ (მე-8 არხი, მინსკი) და „გართობის პლანეტა“ (СТВ, მინსკი).
2008 წელს ბელარუსის მთავარ საკონცერტო დარბაზში რესპუბლიკის სასახლე ბელარუსის პრეზიდენტის ორკესტრის თანხლებით ჩატარდა ტარიელ მაისურაძის გრანდიოზული სოლო კონცერტი ვიქტორ ბაბარიკინის დირიჟორობით.
ჰქონდა გასტროლები ევროპაში, ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯაზ-ბენდთან ერთად. არის ნაციონალურ ფესტივალ „ბელარუსის წლის სიმღერა - 2005-ის“ ლაურეატი. ბელარუსის ნაციონალური პრემიის „ქვეყნის საუკეთესო კომპოზიტორის“ ნომინანტი, ბელარუსის სატელევიზიო ფესტივალ ევროპის გზაჯარედინის ლაურეატი. ბელარუსის მუსიკალური სახალხო პრემიის მფლობელი. ხელმძღვანელობდა ქართველი ემიგრანტების ქართული სიმღერების ჯგუფს „გორდას“. იყო უნივერსიტეტთა საერთაშორისო, გრაციისა და სამსახიობო ოსტატობის კონკურს „გაზაფხულის დედოფლის‘‘ ბელარუსის ტურის ჟიურისა და ბელარუსის რესპუბლიკური მედია-კონკურსის „TTM STAR-ის“ ორგანიზატორი და ჟიურის თავმჯდომარე.
2015 წელს ქ. მინსკის მაკსიმ გორკის სახელობის დრამატული თეატრში გახდა არანჟირების ავტორი და რეჟისორის დამხმარე მუსიკალურ ნაწილში სპექტაკლზე ხანუმა
2016 წელს ქ. მოსკოვში, 31 ნოემბერსა და 21 დეკემბერს, სრულიად რუსეთის ჯილდოებისა და ტიტულების კომიტეტმა მიანიჭა რუსეთის ფედერაციის საპატიო მოქალაქის და საპატიო არტისტის წოდება, დაჯილდოვდა ორდენებით.
არის საერთაშორისო კულტურულ-ეკონომიკური ფორუმის „უფლება მშვიდობაზე“ ორგანიზების სამუშაო ჯგუფის წევრი (რუსეთი).
დღესდღეობით ტარიელ მაისურაძე საქართველოში დაბრუნდა თავისი გრანდიოზული პროექტით, რომლის მიზანიცაა აფხაზ და ქართველ მომღერლებთან ერთად გამართოს შერიგების მასშტაბური კონცერტი. იმედოვნებს, რომ მის ინიციატივას მარავლი მხარდამჭერი გამოუჩნდება, როგორც სახელმწიფოს, ასევე საზოგადოების მხრიდან. ამ ეტაპზე პროექტის განხორციელებაზე მუშაობა აქტიურ ფაზაშია გადასული და მომღერალი ჯგუფ „ინკონტაქტთან“ ერთად გადის რეპეტიციებს და ქართულ და აფხაზურ რეპერტურზე მუშაობს. სიმღერების პრეზენტაცია უახლოეს მომავალში შედგება. საქველმოქმედო კონცერტს იგი საესტრადო-სიმფონიურ ორკესტრთან, ასევე ქართველ, აფხაზ, ოს, რუს და ბელარუს კოლეგებთან ერთად გამართავს მიმდინარე წელს. კონცერტზე გაჟღერდება ქართული, აფხაზური, ოსური, ბელარუსული და რუსული სიმღერები.
ტარიელ მაისურაძე საქართველოსა და ბელარუსის სახელმწიფოებს შორის გამართულ ღონისძიებების აქტიური მონაწილეა, ამჟამად იღებს მონაწილეობას საქართველოს სატელევიზიო გადაცემებში, არის საზოგადოება „გუდაუთელების“ დამფუძნებელი.
პირადი ცხოვრება
რედაქტირებატარილეს ჰყავს აფხაზეთიდან დევნილი მოხუცი მშობლები, ძმა და ორი შვილი: ვაჟი გიორგი, დაბ. 1993 წ.; ქალიშვილი თინათინი, დაბ. 2007 წ.
დისკოგრაფია
რედაქტირება- 2000 წ. — „მუსიკა აქაა“ (კომპანია „სოიუზი“, რუსეთი);
- 2005 წ. — „ბელორუსიის წლის სიმღერა -2005“ (კომპანია „პროსპექტი“, ბელარუსი);
- 2006 წ. — „პირველი ინტერნაციონალი“ (კომპანია „ვიგმა“, ბელარუსი);
- 2006 წ. — „ეს ყველაფერი ჩემი სიყვარულია“ (კომპანია „პროსპექტი“, ბელარუსი);
- 2006 წ. — „კამასუტრა“ (კომპანია „ვიგმა“, ბელარუსი);
- 2006 წ. — „აღმოსავლეთის ქალიშვილი“ (კომპანია „პროსპექტი“, ბელარუსი);
- 2006 წ. — „სიმღერები მულთფილმებიდან“ (კომპანია „ვიგმა“, ბელარუსი);
- 2008 წ. — „ყველა გზები მიდიან მინსკში“ (კომპანია „სოიუზი“, რუსეთი).
ფილმოგრაფია
რედაქტირება- 1999 წ. — „მაღალი მთებიდან ეშვება ნისლი“. რეჟ. ვ. იანკოვსკი (რუსეთი);
- 2000 წ. — „აჩქარებული დახმარება -1“. რეჟისორი მარინა ვასილიევა (რუსეთი);
- 2003 წ. — „სადგური“. რეჟ. ა. კავუნი (რუსეთი, ბელარუსი);
- 2003 წ. — „ცა და მიწა“. რეჟ. ვ. სერგეევი (რუსეთი, ბელარუსი);
- 2003 წ. — „სასტუმრო - ოცნებების ასრულება“. რეჟ. მ. ვასილიევა (ბელარუსი);
- 2004 წ. — „დავალება თქვენ“. რეჟ. ი. ბერჟიცკი (ბელარუსი);
- 2004 წ. — „კაცები არ ტირიან“. რეჟ. ს. ბაბროვი (რუსეთი);
- 2005 წ. — „ღრმა დინება“. რეჟ. მ. კასიმოვა (ბელარუსი);
- 2005 წ. — „მოწოდება“. რეჟ. ვ. სერგეევი (რუსეთი, ბელარუსი);
- 2006 წ. — „ირითმება სიყვარულთან“. რეჟ. ა. ეფრემოვი (ბელარუსი);
- 2007 წ. — „თქვენო ღირსებავ“. რეჟ. ა. კავუნი (რუსეთი);
- 2007 წ. — „პანტერა“. რეჟ. მ. შევჩუკი (რუსეთი, ბელარუსი);
- 2007 წ. — „სტიკს“. რეჟ. დ. კონსტანტინოვი (რუსეთი);
- 2007 წ. — „სუპერმარკეტი“. რეჟ. პ. სნისარენკო (რუსეთი);
- 2012 წ. — „ალბანელი 3“. რეჟ. ა. კარელინი (რუსეთი);
- 2014 წ. — „ბარისტ“. რეჟ. ა. კასატკინი (რუსეთი);
- 2015 წ. — „მუხტარას დაბრუნება -2“. რეჟ. ვ. ზლატოუსტოვსკი (რუსეთი) ტელეარხი НТВ.
დუეტები
რედაქტირება- 2006 წ. — ტარიელ მაისურაძე და გიუნეშ აბასოვა — „სხვისი როლი“;
- 2007 წ. — ტარიელ მაისურაძე და ჯგუფი „გორდა“ — „გაფრინდი შავო მერცხალო“;
- 2008 წ. — ტარიელ მაისურაძე და ინნა აფანასიევა — „სიყვარულის გარეშე“;
- 2008 წ. — ტარიელ მაისურაძე და ისკუი აბალიან — „გონების თამაშები“;
- 2008 წ. — ტარიელ მაისურაძე და ელენე შვედოვა — (ბელორუსიის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრის სოლისტი) — „Time to Say goodbye“.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ტარიელ მაისურაძის ხელოვნებისადმი მიძღვნილი საიტი დაარქივებული 2016-03-11 საიტზე Wayback Machine.
- მოკლემეტრაჯიანი მხატვრული ფილმი „ქართველი და ბელორუსი“
- ბელორუსის რესპუბლიკის ნაციონალური გამოფენა საქართველოში
- ბელორუსიის ტელეკომპანია ОНТ აფხაზეთში. ტარიელ მაისურაძის აფხაზი ნათლია (თენგიზ დუმბაძე)
- „აფხაზეთის“ რუბრიკა „პორტრეტი“