ტირგოვიშტეს ოლქი
(გადამისამართდა გვერდიდან ტარგოვიშტეს ოლქი)
ტირგოვიშტეს ოლქი (ბულგ. Област Търговище) — ოლქი ჩრდილო-აღმოსავლეთ ბულგარეთში. ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი და უდიდესი ქალაქია ტირგოვიშტე, სხვა მნიშვნელოვანი ქალქებია: ანტონოვო, ომურტაგი, ოპაკი და პოპოვო. მდებარეობს ბორცვიან ადგილას, ნაწილობრივ სტარა-პლანინის მთისწინეთში, ფართობი 2,7 ათასი კმ2. 1975 წლის მონაცემებით ცხოვრობდა 176 ათასი ადამიანი, 2011 წლის მონაცემებით 120 ათასი. ოლქში განვითარებულია მრეწველობა და სოფლის მეურნეობა.
თემები
რედაქტირებათემი | კირილიცა | საფოსტო კოდი | ფართობი (კმ²) | მოსახლეობა |
---|---|---|---|---|
ტირგოვიშტე | Търговище | 7700 | 872 | 63,382 |
პოპოვო | Попово | 7800 | 833 | 34,668 |
ომურტაგი | Омуртаг | 7900 | 401 | 25,268 |
ანტონოვო | Антоново | 7970 | 472 | 7284 |
ოპაკა | Опака | 7840 | 156 | 8589 |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 724.