ტარაკანოვსკის ხიდი

ტარაკანოვსკის ხიდი (რუს. Таракановский мост) — საფეხმავლო ხიდი სანქტ-პეტერბურგში, შემოვლით არხზე, საადმირალოს რაიონის ციოლკოვსკის ქუჩაზე, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს უსახელო კუნძულს და შემოვლითი არხის მარცხენა სანაპიროს.

ტარაკანოვსკის ხიდი
რუს. Таракановский мост
საერთო ხედი
საერთო ხედი
კოორდინატები: 59°54′32″ ჩ. გ. 30°17′15″ ა. გ. / 59.90889° ჩ. გ. 30.28750° ა. გ. / 59.90889; 30.28750
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ადგილმდებარეობა სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
გამოყენების სფერო საფეხმავლო
გადებულია შემოვლითი არხი
სიგრძე 33,5 
სიგანე 3,5 
გახსნის თარიღი 1975 წ.
ტარაკანოვსკის ხიდი — რუსეთი
ტარაკანოვსკის ხიდი
ტარაკანოვსკის ხიდი — სანქტ-პეტერბურგი
ტარაკანოვსკის ხიდი
სურათები ვიკისაწყობში

უახლოესი მეტროსადგური არის „ბალტიისკაია“, რომელიც მდებარეობს ხიდიდან დაახლოებით 670 მეტრში.

სახელწოდება

რედაქტირება

ხიდმა სახელწოდება მიიღო მდინარე ტარაკანოვკის მიხედვით, რომელიც აკავშირებს მდინარეებს ფონტანკასა და ეკატერინგოფკას. 1907-1908 წლებში იგი ნაწილობრივ ამოავსეს და ფონტანკის სანაპიროსა და შემოვლით არხს შორის წარმოიქმნა ქუჩა, რომელსაც უწოდეს ტარაკანოვსკის ქუჩა (1952 წლიდან ციოლკოვსკის ქუჩა).

ტარაკანოვსკის საფეხმავლო ხიდი (ყოფილი სტარო-ტარაკანოვსკი) შემოვლით არხზე, რომელიც მდებარეობდა ციოლკოვსკის ქუჩის დასაწყისში, ააგეს 1933 წლისათვის. ამ პერიოდისათვის ხიდი იყო ხის სამმალიანი და გამოიყენებოდა ფეხით მოსიარულეებისათვის. ხიდის პროექტი შეიმუშავა ინჟინერმა მ. ი. ჟდანოვმა.

ამჟამად არსებული ხიდი ააგეს 1975 წელს ინჟინერ ა. დ. გუტცაიტის პროექტის მიხედვით. ხიდზე ტორშერები დაამზადეს არქიტექტორ ა. ბ. ლებედინსკის პროექტის მიხედვით.

კონსტრუქცია

რედაქტირება

ხიდი მეტალისგანაა აგებული, კოჭებიანია და ერთმალიანი. ხიდი განკუთვნილია ფეხით მოსიარულეებისათვის, ასევე გამოიყენება შემოვლით არხზე კომუნიკაციების გადასაჭიმად. ხიდზე დამონტაჟებულია ოთხი ტორშერი ფანრებით, რომელიც დამზადებულია კლასიკურ სტილში. სავალი ნაწილი მოასფალტებულია. ხიდის სიგრძეა 33,5 მეტრი, ხოლო სიგანე — 3,5 მეტრი.

ღირსშესანიშნაობა

რედაქტირება
  • ხიდთან ახლოს ციოლკოვსკის ქუჩაზე 2006 წელს გახსნეს კონსტანტინე ციოლკოვსკის ძეგლი.
  • შემოვლითი არხის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს ქარხანა „წითელი სამკუთხედი“ — XX საუკუნის სამრეწველო არქიტექტურის ნიმუში.
  • ტარაკანოვსკის ხიდის ზემოთ მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობს მაღალი ძაბვის სადგური № 18, კონსტრუქტივიზმის არქიტექტურული სტილის ნიმუში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Санкт-Петербурга. — 4-е изд., перераб. — СПб.: Норинт, 1996. — С. 279. — 359 с. — ISBN 5-7711-0002-1.
  • Городские имена сегодня и вчера: Петербургская топонимика / сост. С. В. Алексеева, А. Г. Владимирович, А. Д. Ерофеев и др. — 2-е изд., перераб. и доп. — СПб.: Лик, 1997. — С. 123. — 288 с. — (Три века Северной Пальмиры). — ISBN 5-86038-023-2.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება