ტანარო (მდინარე)
(გადამისამართდა გვერდიდან ტანარო)
ტანარო (იტალ. Tanaro) — მდინარე ჩრდილოეთ იტალიაში, პოს მარჯვენა ყველაზე მნიშვნელოვანი შენაკადი. სათავეს იღებს ლიგურიის ალპებში, საფრანგეთთან საზღვრის სიახლოვეს. მისი სიგრძე 276 კმ-ია, აუზის ფართობი 8 234 კმ², წყლის საშუალო ხარჯი კი 123 მ³/წმ.
ტანარო | |
---|---|
ქვეყანა | იტალია |
სათავე | ლიგურიის ალპები |
სიგრძე | 276 კმ |
აუზის ფართობი | 8 234 კმ² |
ტანარო ვიკისაწყობში |
წარმოიქმნება ორი პატარა ნაკადულის შერწყმის შედეგად, ლიგურიის რეგიონში. ძირითადად იკვებება მონტე-საკაელოს მთიდან. მთავარი შენაკადებია სტურა-დი-დემონტე მარცხნიდან და ბორმიდა და ბელბო მარჯვნიდან.
ტანაროს გასწვრივ გაშენებულია ქალაქები: ჩევა, ალბა, ასტი და ალესანდრია, სანამ ის პოს შეერწყმება ბასინიანის კომუნის სიახლოვეს.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Portfolio - Tanaro River Imports დაარქივებული 2011-11-17 საიტზე Wayback Machine.