ტამერლან აგუზაროვი
ტამერლან აგუზაროვი (ოს. Æгъызарты Кимы фырт Тамерлан, რუს. Тамерлан Кимович Агузаров; დ. 14 ივნისი, 1963, ალაგირი, სსრკ — გ. 19 თებერვალი, 2016, მოსკოვი, რუსეთი) — რუსეთის სახელმწიფო მოღვაწე, ჩრდილოეთ ოსეთი-ალანიის რესპუბლიკის ხელმძღვანელი (13 სექტემბერი, 2015 — 19 თებერვალი, 2016).
იურიდიული მეცნიერებათა კანდიდატი (2004), პროფესორი. 1999-2011 წლებში იყო რესპუბლიკა ჩრდილოეთ ოსეთი-ალანიის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარე, სახელმწიფო დუმის VI მოწვევის დეპუტატი და პარტია „ერთიანი რუსეთის“ წევრი.