ტალინის უნივერსიტეტი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ტალინის უნივერსიტეტი (ესტ. Tallinna Ülikool) — საჯარო კვლევითი უნივერსიტეტი ტალინში. ის ესტონეთის დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. ტალინის უნივერსიტეტი ქვეყნის სამ უდიდეს სასწავლო დაწესებულებას შორის ერთ-ერთია. სასწავლო დაწესებულება QS World University Rankings-სა და Times Higher Education-ის მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების რეიტინგში 1000 საუკეთესოს შორისაა.[2][3]

ტალინის უნივერსიტეტი
Tallinna Ülikool
დევიზი ენაზე Thinking unlimited!
დაფუძნდა 1919, 2015
ტიპი საჯარო
პრეზიდენტი პრიიტ რეისკა
აკადემიური პერსონალი 502 (2019)
ადმინისტრაციული პერსონალი 466 (2019)
სტუდენტი 6 997 (2019)
ბაკალავრი 4042 (2019)
მაგისტრანტი 2647 (2019)
დოქტორანტი 308 (2019)
მდებარეობა 59°26′19″ ჩ. გ. 24°46′17″ ა. გ. / 59.43861° ჩ. გ. 24.77139° ა. გ. / 59.43861; 24.77139კოორდინატები: 59°26′19″ ჩ. გ. 24°46′17″ ა. გ. / 59.43861° ჩ. გ. 24.77139° ა. გ. / 59.43861; 24.77139
ქალაქი ტალინი
მხარე ჰარიუმაას მაზრა
ქვეყანა ესტონეთის დროშა ესტონეთი
კავშირები ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია[1]
აფილაცია ეუა
http://www.tlu.ee/

ტალინის უნივერსიტეტის წინამორბედი, ტალინის პედაგოგთა სემინარია 1919 წელს დაარსდა. ტალინის უნივერსიტეტი თანამედროვე სახით ჩამოყალიბდა 2015 წლის 18 მარტს, ტალინში მდებარე რამდენიმე უნივერსიტეტისა და კვლევითი ინსტიტუტის გაერთიანების შედეგად. გაერთიანებამდე არსებულ სასწავლო დაწესებულებებს შორის იყო: ესტონეთის აკადემიური ბიბლიოთეკა (1946), ბალტიისპირეთის კინოსა და მედიის სკოლა (1992 / 1997), ესტონეთის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ინსტიტუტი (1988), ისტორიის ინსტიტუტი (1946) და ტალინის პედაგოგიური უნივერსიტეტი (1919 / 1952 / 1992). 2015 წელს ტალინის უნივერსიტეტში გატარდა სტრუქტურული რეფორმა, რომლის თანახმადაც მისი 20-ზე მეტი სტრუქტურული ერთეული ექვს სკოლად გადააკეთეს.

ტალინის უნივერსიტეტის მთავარი კამპუსების შენობებს ლათინური სახელწოდებები აქვს.

Terra (ტერრა, ლათინურიდან: დედამიწა) — მთავარი და უძველესი შენობა ტალინის უნივერსიტეტის კამპუსებს შორის. თავდაპირველად ის აშენდა ტალინის ინგლისურენოვანი კოლეჯისთვის 1938 წელს. მის დიზაინზე იმუშავეს არქიტექტორებმა ალარ კოტლიმ და ერიკ ნოივამ.[4]

Nova (ნოვა, ლათინურიდან: ახალი) — ყოფილი ბალტიისპირეთის კინოსა და მედიის სკოლა. ის მოიცავს ინდივიდულაურ და ჯგუფურად სამუშაო ოთახებს, დარბაზებს ლექციებისთვის, ინოსტუდიას, სატელევიზიო სტუდიას, ხმის სტუდიებს, კინოთეატრს, კომპიუტერებისა და სამონტაჟო ოთახებს. მისი მშენებლობა დასრულდა 2012 წელს და დააპროექტეს მასზე მუშაობდნენ არქიტექტორები კარლი ლუიკი, მარია კასკი და რალფ ლოიოკე.[4]

Mare (მარე, დათინურიდან: ზღვა) — მოწყობილია შენობაში შეღწეული შუქის ოპტიმიზაციისთვის. მისი მშენებლობა 2006 წელს დასრულდა. არქიტექტორები იყვნენ: მატიას აგაბუსი, ეერო ენდიარვი, რაულ იიარგი, პრიიტ პენტი და ილლიმარ ტრუვერკი.

Astra (ასტრა, ლათინურიდან: ვარსკვლავი) — უნივერსიტეტის ერთ-ერთი უახლესი შენობა. ამ შენობაში განთავსებულია ლაბორატორიები. ის დააპროექტა იგნარ ფიუკმა და მშენებლობა 2012 წელს დასტულდა.

Silva (სილვა, ლათინურიდან: ტყე) — აშენდა 1982 წელს და ის საბჭოთა კავშირის არქიტექტურული სტილის ერთ-ერთი ნიმუშია. შენობის არქიტექტორი ესტერ ლიიბერგი იყო.

Vita (ვიტა, ლათინურიდან: სიცოცხლე) — აშენდა 2020 წელს და მასში განთავსებულია ბუნებისმეტყველებისა და ჯანმრთელობის სკოლა და აქ არის განთავსებული უნივერსიტეტის სპორტული გუნდები. მის დიზაინზე იმუშავეს: მარია კასკმა, რალფ ლოიოკემ, კაისა სიმონმა და პელლე-სტენ ვიიბურგმა.

 
მარეს შენობა

საერთაშორისო ურთიერთობები

რედაქტირება

სხვადასხვა უნივერსიტეტთან კავშირის დამყარება ტალინის უნივერსიტეტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რაც გავლენას ახდენს სასწავლო დაწესებულების განვითარებასა და პრიორიტეტებზე.[5] უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს ინგლისურენოვან აკადემიურ პროგრამებს სწავლის ყველა დონეზე, საერთაშორისო სტუდენტებისთვის კი არსებობს მოკლევადიანი სასწავლო კურსები. 2021 წლის მონაცემებით, ტალინის უნივერსიტეტმა საერთაშორისო სტუდენტების პროცენტული მაჩვენებლით მესამე ადგილი დაიკავა ბალტიის ქვეყნებში. ის მცირედით უსწრებს ტარტუს უნივერსიტეტს და ჩამორჩება ტალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს.[6][7] საერთაშორისო ფაკულტეტი მთლიანი ფაკულტეტის 13%-ს შეადგენს.[8] ამ მაჩვენებლით ის ასევე შედის ევროპისა და ცენტრალური აზიის 15 საუკეთესო უნივერსიტეტს შორის.[9]

ტალინის უნივერსიტეტს ამჟამად აქვს 40-მდე საუნივერსიტეტო ხელშეკრულება გაფორმებული ევროპის, იაპონიის, ჩინეთის, რუსეთისა და სხვა ქვეყნების უნივერსიტეტებთან. ევროკავშირის ტერიტორიაზე არსებულ 200-მდე უნივერსიტეტში ტალინის უნივერსიტეტიდან ერასმუსის გაცვლითი პროგრამა მუშაობს.[5] სასწავლო დაწესებულებაში ასევე ეწყობა ზამთრისა და ზაფხულის სკოლები, დაახლოებით 300 მონაწილით 50 ქვეყნიდან.[10][11]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. https://eua.eu/about/member-directory.html
  2. Tallinn University Profile.
  3. World University Rankings 2020.
  4. 4.0 4.1 Campus. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 ივნისი 2016. ციტირების თარიღი: 17 March 2015
  5. 5.0 5.1 About Us / Tallinn University. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-08-17. ციტირების თარიღი: 2017-09-04
  6. The. THE WUR.
  7. QS EECA University Rankings 2016. Top Universities. ციტირების თარიღი: 4 April 2017
  8. Tallinn University in numbers. ციტირების თარიღი: December 21, 2020
  9. QS EECA University Rankings 201. Top Universities. ციტირების თარიღი: 17 October 2017
  10. http://summerschool.tlu.ee Tallinn Summer School
  11. http://winterschool.tlu.ee Tallinn Winter School