ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი

ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (ესტ. Tallinna Tehnikaülikool) — ერთადერთი ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ესტონეთში. მდებარეობს ქვეყნის დედაქალაქში, ტალინში. დაარსდა 1918 წელს ესტონეთის ინჟინერთა საზოგადოების მიერ. უნივერსიტეტში ისწავლება ინჟინერია, ბიზნესი, საჯარო ადმინისტრაცია და საზღვაო საქმე.[4] მისი კოლეჯები განლაგებულია ტარტუსა და კოჰტლა-იარვეში.

ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი
Tallinna Tehnikaülikool
დაფუძნდა 1918
ტიპი სახელმწიფო
აკადემიური პერსონალი 985; საერთაშორისო 168
სტუდენტი 11000; საერთაშორისო 1500
ქალაქი ტალინი
ქვეყანა ესტონეთის დროშა ესტონეთი
კავშირები ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია[1] , Consortium of European Taxonomic Facilities[2] , EuroTeQ და ELIXIR Estonia[3]
https://taltech.ee/

XX საუკუნის დასაწყისში, როცა ესტონეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების პროცესში იმყოფებოდა, ქვეყანა ადგილობრივად გადამზადებული მაღალკვალიფიციური ინჟინერი სპეციალისტების საჭიროების წინაშე იდგა. ამ დრომდე ესტონელი ახალგაზრდები განათლებას სანქტ-პეტერბურგში, გერმანიასა და რიგაში იღებდნენ. საჭირო იყო ისეთი ესტონური საინჟინრო საგანმანათლებლო დაწესებულების შექმნა, რომელიც ადგილობრივ პირობებსა და საჭიროებებს იქნებოდა მორგებული.

1918 წლის 17 სექტემბერს ესტონეთის ინჟინერთა ასოციაციამ გახსნა საინჟინრო სკოლა. სწორედ ეს თარიღი ითვლება ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დაარსების თარიღად.[5] სასწავლებლებში გემთმშენებლობა, არქიტექტურა და მექანიკური, ელექტრო, სამოქალაქო და ჰიდრავლიკური ინჟინერია ისწავლებოდა. 1919 წელს სკოლამ სტატუსი შეიცვალა და ტალინის ინჟინერიის კერძო კოლეჯი გახდა, ხოლო 1920 წელს სახელმწიფო ინსტიტუტად გამოცხადდა. 1923 წელს ინსტიტუტის სტუდენტებმა დაიცვეს პირველი საინჟინრო დისერტაციები ესტონეთში. იმავე წელს კვლევითი სამუშაოებისთვის გაიხსნა სახელმწიფო ლაბორატორია.

1936 წელს სკოლას უნივერსიტეტის სტატუსი მიენიჭა და ტალინის ტექნიკური ინსტიტუტი ეწოდა. ამ დროისთვის სასწავლებელში მოქმედებდა ორი ფაკულტეტი: სამოქალაქო და მექანიკური ინჟინერიის ფაკულტეტი და ქიმიისა და სამთამადნო საქმის ფაკულტეტი. 1938 წელს ინსტიტუტს ტალინის ტექნიკური უნივერსიტეტი ეწოდა. 1940 წელს დაარსდა ეკონომიკის, 1958 წელს ენერგეტიკის, ხოლო 1965 წელს საკონტროლო ინჟინერიის ფაკულტეტი. 2003 წლიდან ინგლისურ ენაზე უნივერსიტეტი ცნობილია, როგორც ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი.

2008 წელს ტტუ-მ შემოიერთა საერთაშორისო უნივერსიტეტი Audentes, რომელიც ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის ნაწილი გახდა, მისი სამართლის სკოლა კი სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტს შეუერთდა. 2014 წელს გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც უნივერსიტეტს ესტონეთის საზღვაო აკადემია შეუერთდა.

2016 წელს გაფორმდა გაერთიანების ხელშეკრულება ტტუ-სა და ესტონეთის ინფორმაციული ტექნოლოგიების კოლეჯს შორის, რომლის შედეგადაც, 2017 წლის 1 აგვისტოდან ინფორმაციული ტექნოლოგიების კოლეჯი უნივერსიტეტის შემადგენლობაში შედის.[6]

 
ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის შენობა
 
ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის კამპუსი

2019 წლის ტალინის ტექნოლოგიურმა უნივერსიტეტმა თავის მოკლე სახელწოდებად ოფიციალურად დაამტკიცა ტალტეკი, რამაც ჩაანაცვლა აქამდე არსებული აბრევიატურები, მათ შორის ტტუ.[7]

  • ინჟინერიის სკოლა
  • ბიზნესისა და მართვის სკოლა
  • მეცნიერების სკოლა
  • ინფორმაციული ტექნოლოგიების სკოლა
  • ესტონეთის საზღვაო აკადემია

პარტნიორი უნივერსიტეტები

რედაქტირება

უნივერსიტეტებთან პარტნიორობა სასწავლო პროგრამების განვითარებაზე, პროქტებში ერთობლივ ჩართულობასა და კავშირგაბმულობის შექმნაზეა ფოკუსირებილი. ევროპის მასშტაბით სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მობილობა ძირითადად ერასმუსის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. ტალტეკი თანამშრომლობს შემდეგ უნივერსიტეტებთან:[8]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. https://eua.eu/about/member-directory.html
  2. https://cetaf.org/members/cetaf-members
  3. http://www.elixir-europe.org/about-us/who-we-are/nodes/estonia
  4. Tallinn University of Technology. [Archimedes Foundation], Study in Estonia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-24. ციტირების თარიღი: 2021-05-03.
  5. Tehnikaülikool, Tallinna. History. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-03-27. ციტირების თარიღი: 2021-05-03.
  6. TTÜ and the IT College signed a merger agreement. Tallinn University of Technology. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-09-17. ციტირების თარიღი: 2021-05-03.
  7. Tallinn University of Technology to adopt short name TalTech. Tallinn University of Technology. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-02-07. ციტირების თარიღი: 2021-05-03.
  8. TalTech partner universities. Tallinn University of Technology.