ტალამპაიის ეროვნული პარკი

ტალამპაია (ესპ. Talampaya) – ეროვნული პარკი არგენტინაში, მდებარეობს ლა-რიოხის პროვინციის დასავლეთ და ცენტრალურ ნაწილში. 1997 წელს სტატუსი მიიღო ეროვნული პარკის სტატუსი. პარკის ფართობია 2.150 კმ ², სიმაღლე - 1500 მეტრი ზღვის დონიდან.

ისჩიგუალასტო და ტალამპაიის ეროვნული პარკი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა არგენტინის დროშა არგენტინა
ტიპი ბუნებრივი
კრიტერიუმები viii
სია [1]
რეგიონი** სამხრეთი ამერიკა
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2000  (24-ე სესია)
ნომერი 966
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 966
ინგლ.რუს.ფრ.

პარკი მდებარეობს ორ მთიან ქედს შორის მოქცეულ ველზე. მისი ლანდშაფტი ჩამოყალიბდა ქარისმიერი ეროზიის შედეგად. კოკისპირული წვიმები იცის ზაფხულში, გაზაფხულზე ქრის ძლიერი ქარი.

პარკის ღირსშესანიშნაობები

რედაქტირება
  • პარკში რამდენიმე მილიონი წლის წინ ცხოვრობდნენ დინოზავრები . აქ, ისევე როგორც, ისჩიგუალასტოში აღმოჩენილია ამ ეპოქის გაქვავებული ნიმუშები.
  • ტალამპაიის კანიონი – კლდეების სიმაღლე 143 მეტრი, მინიმალური სიგანე – 80 მეტრი.
  • მკვიდრი მოსახლეობის ნაშთები, რომელთა პეტროგლიფები შემონახულია პუერტა-დელ-კანიონში.
  • ბოტანიკური ბაღი ადგილობრივი ფლორით კანიონის ვიწრო ადგილზე.

2000 წელს პარკი შეიტნეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.


იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება