ტერმინს „ტალავერი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ტალავერი (მრავალმნიშვნელოვანი).

ტალავერი — ხის ან რკინაბეტონის ბოძებით აგებული და ვაზით გადახურული საჩრდილობელი. მაღლარი მევენახეობის ერთ-ერთი უძველესი ფორმაა საქართველოში. სატალავრე ვაზი ლაღად იზრდება და უხვმოსავლიანია, მსხვილი მტევნები აქვს. ტალავერის სიცოცხლის ხანგრძლივობა 200—300 წელს აღწევს.

ლიტერატურა

რედაქტირება