ტაკიძავა ბაკინი
ტაკიძავა ბაკინი (დ. 4 ივლისი, 1767, ტოკიო — გ. 1 დეკემბერი, 1848, იქვე) — იაპონელი მწერალი. ეკუთვნის ავანტიურულ-სათავგადასავლო თემაზე დაწერილი, ძირითადად დიდაქტიკური ხასიათის 300-მდე ნაწარმოები. მისი შემოქმედების დედააზრია „სიკეთესთან ზიარება და ბოროტების დათრგუნვა“. ტაკიძავა ზოგჯერ ფანტასტიკური სიუჟეტების დახმარებით ხსნის თავისი გმირების რეალურ ხასიათს („მევახშის საკუჭნაოში“, 1810). მნიშვნელოვანია მისი 4-ტომიანი რომანი „რვა ქოფაკის ამბავი“ (1814).
ტაკიძავა ბაკინი | |
---|---|
იაპონ. 曲亭馬琴 | |
დაბადების თარიღი | 4 ივლისი, 1767[1] |
დაბადების ადგილი | Fukagawa, ტოკუგავა |
გარდაცვალების თარიღი | 1 დეკემბერი, 1848[2] (81 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | Yotsuya, ტოკუგავა |
დასაფლავებულია | Jinkō-ji |
ფსევდონიმი | 笠翁 და 篁民 |
საქმიანობა | რომანისტი და ექიმი-მწერალი |
ენა | იაპონური ენა |
მოქალაქეობა | ტოკუგავა[3] |
პერიოდი | 1826[4] |
Magnum opus | სატომი და რვა ძაღლი, Chinsetsu Yumiharizuki, Keisei Suikoden და Kinse-setsu Bishōnen-roku |
ნათესავ(ებ)ი | ტოკიმურა მიტი და კუნიიუკი ტაკიძავა |
გავლენა მოახდინეს | |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 643.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #118801228 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ Encyclopædia Britannica
- ↑ NMVW-collection website
- ↑ Roman