ტაიტელები
ტაიტელები — ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აბორიგენი პოლინეზიელი ხალხი ოკეანეთში. საერთო რაოდენობა 178,133 კაცი (2007 წლის შეფასებით). ცხოვრობენ საფრანგეთის პოლინეზიაში, კუნძულ ტაიტზე და სხვა კუნძულებზე. ლაპარაკობენ ერთ-ერთ პოლინეზიურ ენაზე. უმრავლესობა ქრისტიანია (კალვინისტები, კათოლიკეები). ტაიტელების ძირითადი საქმიანობაა მიწათმოქმედება (ქოქოსის პალმა, შაქრის ლერწამი და სხვა), თევზჭერა და მეურნეობის სხვა დარგები. ინარჩუნებენ თვითმყოფად კულტურას.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 642.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ტაიტელები“ ვიკისაწყობში.