ტაინოს ხალხი

(გადამისამართდა გვერდიდან ტაინოები)

ტაინობაჰამის კუნძულების, დიდი ანტილებისა და ჩრდილოეთ მცირე ანტილების ადგილობრივი მენაოსნე ხალხი. ისინი სამხრეთ ამერიკელი არავაკების ერთ-ერთი ხალხი იყო, ტაინოს ენა კი სამხრეთ ამერიკის ჩრდილოეთ ნაწილის არავაკულ ენათა ოჯახს ეკუთვნოდა.[1]

ტაინოს სოფლის რეკონსტრუქცია კუბაში
ტაინოს კერამიკა
ტაინოების ბურთით სათამაშო მოედანი

როდესაც 1492 წელს ქრისტეფორე კოლუმბი ამერიკას მიადგა, კუნძულ ისპანიოლაზე ტაინოს ხუთი სამფლობელო და ტერიტორია იყო, რომელთაგან თითოეულს მეთაურობდა კასიკი, რომლებსაც ხარკს უხდიდნენ. სამფლობელოებად იყო დაყოფილი პუერტო-რიკოც. ესპანელთა მიერ დაპყრობის პერიოდში, ტაინოს უსმხვილეს დასახლებულ ცენტრში 3 000-მდე ადამიანი სახლობდა.

ისტორიულად, ტაინოები მეზობელი კარიბის ტომების მტრები იყვნენ. კარიბები თავის მხრივ ასევე სამხრეთ ამერიკული წარმოშობისანი იყვნენ და ძირითადად მცირე ანტილის კუნძულებზე სახლობდნენ.[2] ამ ორ ჯგუფს შორის ურთიერთობები დიდი შესწავლის საგანია. XV საუკუნეში, ტაინოს ტომები გადაადგილებას იწყებენ კარიბების აუზის ჩრდილო-აღმოსავლეთით, რადგან მათ თავს ესხმოდნენ კარიბები. ამ უკანასკნელთ ქალები ტყვედ მიჰყავდათ, რის შედეგადაც ბევრმა კარიბმა ქალმა ტაინოზე საუბარი ისწავლა.

1492 წელს ბაჰამის კუნძულებზე, კუბაზე, ისპანიოლასა და მოგვიანებით პუერტო-რიკოზე მოსულ ესპანელებს პირველ ექსპედიციაში ქალები არ ჰყავდათ. არაკანონიერ ცოლებად მათ ტაინოს ქალები აიყვანეს, რომლებთანაც შეეძინათ მეტისი ბავშვები.[3] ესპანელთა მხრიდან ასევე ხშირი იყო ტაინოს ქალებზე ძალადობა. მეცნიერთა აზრით, კუბაში მნიშვნელოვანი რასობრივი და კულტურული შერევა მოხდა.

ესპანელი კოლონისტების მიერ გაშენებული დასახლებების, დამონების, სოციალური განხეთიქლებისა და დაავადებების შედეგად, ტაინოს ხალხი ამოწყდა. 1518 დეკემბერში ან 1519 წლის იანვარში ისპანიოლაზე პირველად იფეთქა ყვავილის ეპიდემიამ.[4] 1518 წელს ეპიდემიამ გადარჩენილ ადგილობრივთა 90% იმსხვერპლა. ახალი დაავადების მიმართ მათ იმუნიტეტი არ გააჩნდათ. 1548 წლისთვის, ტაინოს ხალხიდან 500 ადამიანზე ნაკლებიღა დარჩა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Irving Rouse (1992). The Tainos: Rise and Decline of the people who greeted Columbus. Yale University Press. ISBN 0-300-05696-6. 
  • Ricardo Alegría (April, 1951). „The Ball Game Played by the Aborigines of the Antilles“. American Antiquity. 16 (4): 348–352. doi:10.2307/276984. დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი: |quotes= (დახმარება); შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Taino Indian Culture
  2. Saunders, Nicholas J. The Peoples of the Caribbean: An Encyclopedia of Archaeology and Traditional Culture. ABC-CLIO, 2005: xi, xv. ISBN 978-1-57607-701-6
  3. Guitat, Lynne. Criollos: The Birth of a Dynamic New Indo-Afro-European People and Culture on Hispaniola.. KACIKE: Journal of Caribbean Amerindian History and Anthropology. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 დეკემბერი 2008. ციტირების თარიღი: 27 May 2011.
  4. Alfred W. Crosby, The Columbian Exchange Westport, 1972, p. 47.