ტაგანროგის ცენტრალური საბავშვო ბიბლიოთეკა
გორკის სახელობის ტაგანროგის ცენტრალური საბავშვო ბიბლიოთეკა (რუს. Центральная городская детская библиотека имени Горького) — ქალაქის ცენტრალური საბავშვო ბიბლიოთეკა ტაგანროგში. მდებარეობს ყოფილი კათოლიკური ეკლესიის შენობაში.
ტაგანროგის ცენტრალური საბავშვო ბიბლიოთეკა რუს. Центральная городская детская библиотека | |
---|---|
კოორდინატები | 47°12′27″N 38°54′13″E / 47.207441° ჩ. გ. 38.9035° ა. გ. |
მდებარეობა | ტაგანროგი, როსტოვის ოლქი, რუსეთი |
დასრულების თარიღი | 1872 |
რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
გარე სურათები | |
---|---|
საბავშვო ბიბლიოთეკის შენობა |
შენობის ისტორია
რედაქტირებაXIX საუკუნეში ქალაქში თავი მოიყარა სხვადასხვა აღმსარებლობის მოსახლეობამ, საჭიროებამ მოიტანა საკულტო ნაგებობების აშენება. ტაგანროგში მცხოვრებ კათოლიკეებს ადრე არ ჰქონიათ საკუთარი ეკლესია. კათოლიკეებმა ქალაქისთავის ბარონ ბ. კამპენჰაუზენის შუამდგომლობით იმპერატორ ალექსანდრე I-საგან მიიღეს თანხმობა რომაულ-კათოლიკური ეკლესიის აშენების შესახებ.
ეკლესიის შენობის პროექტი შეიმუშავა ადგილობრივმა არქიტექტორმა როსინსკიმ. მშენებლობისათვის აგური და კირქვა შეიძინეს კამპენჰაუზენის აგურის ქარხანაში. 1807 წლის მაისში აკურთხეს ეკლესიის ასაშენებელი ადგილი. ეკლესიის მშენებლობა დაიწყო ვაჭარმა ი. ტამბალამ, ხოლო შიდა აღჭურვილობა შეიძინეს ადგილობრივი კათოლიკეების თანხებით. ეკლესია ემსახურებოდა 300-მდე კათოლიკეს, რომლებიც ტაგანროგში ცხოვრობდნენ.
კათოლიკური ეკლესია დაიხურა 1923 წელს და გადაეცა ადგილობრივ მეწამრეს სახელოსნოდ. ეკლესიის უკანასკნელი კათოლიკე წინამძღვარი იყო იულიუს ნარკევიჩი. საბჭოთა პერიოდში, 1939 წელს ეკლესია გადააკეთეს ბიბლიოთეკად, შემდეგ ამ შენობაში განათავსეს, ჯერ კიდევ 1933 წელს გახსნილი მაქსიმ გორკის სახელობის ცენტრალური საბავშვო ბიბლიოთეკა. მეორე მსოფლიო ომამდე ბიბლიოთეკის დირექტორი იყო თამარა აბრამის ასული კობრინა, მის დროს ცენტრალური ბიბლიოთეკა გახდა ბავშვებთან მუშაობის ცენტრი. 1941 წელს კობრინა ფაშისტებმა დახვრიტეს.
დიდი სამამულო ომის წლებში ბიბლიოთეკა მაინც ფუნქციონირებდა. ტაგანროგის გათავისუფლების შემდეგ მიმდინარეობდა მისი სარემონტო-აღდგენითი სამუშაოები.
2007 წლიდან ბიბლიოთეკის ხელმძღვანელია ელენა კირსანოვა. ბიბლიოთეკის ფონდი მოიცავს 75 500 ეგზემპლარს. ბიბლიოთეკა ყოველწლიურად ემსახურება 10 000 ბავშვს, მათ მშობლებს და პედაგოგებს.
ბიბლიოთეკას აქვს 14 ფილიალი ტაგანროგის სხვადასხვა უბანში.
არქიტექტურული დახასიათება
რედაქტირებაბიბლიოთეკის შენობას ფასადზე აქვს სამი მაღალის წორკუთხა ფანჯარა, ორფერდა გადახურვა და სამკუთხა ფრონტონი. აგურის შენობა გალესილია მოვარდისფრო საღებავით[1]. შენობაში შესასვლელი მინაშენიდანაა.
თავის დროზე ეკლესიის ფრონტონზე შესრულებული იყო ბარელიეფი წარწერით „£ r tuis bonis tibi offerrmus“.
ლიტერატურა
რედაქტირება- Гаврюшкин О. П. Мари Вальяно и другие (Хроника обывательской жизни). — Таганрог: МИКМ, 2001. — 544 с. — ISBN 5-86746-039-8.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Глазычев В. Л. Архитектура. Энциклопедия. — М.: Дизайн. Информация. Картография; Астрель; АСТ, 2002. — 672 с. — ISBN 5-17-005418-1.