ტაბორიტები — რევოლუციური ანტიფეოდალური ფრთის წარმომადგენლები ჰუსიტურ მოძრაობაში. ტაბორიტებს მიეკუთვნებოდნენ გლეხები, ქალაქის ღარიბი მოსახლეობა, დაბალი სამღვდელოება, ხელოსნები, წვრილი თავადაზნაურობა. მათ იდეოლოგიიას წარმოადგენდა ქილიაზმი. ტაბორიტების გამაგრებული პუნქტი იყო ქალაქი ტაბორი. 1421 წელს ტაბორიტები გაუსწორდნენ მათი მემარცხენე ფრთის, პიკარიტების წინამძღოლებს. ტაბორიტებმა შექმნეს საველე ჯარი, რომელიც იან ჟიჟკას წესდების ხელმძღვანელობდა, გამოიმუშავეს იმ დროისთვის მოწინავე სამხედრო ტაქტიკა. ტაბორიტებმა დაამარცხეს მათ წინააღმდეგ მიმართული ხუთი ჯვაროსნული ლაშქრობა. ტაბორიტებს და მებარძიმეებს შორის აშკარა წინააღმდეგობამ გამოიწვია მათ შორის ომი. 1423 და 1424 წლებში მებარძიმეები დამარცხდნენ. 1434 წელს ტაბორიტები დამარცხდნენ მებარძმეების და ფეოდალ კათოლიკეთა გაერთიანებულ ძალებთან ლიპანისთან ბრძოლაში. ტაბორიტების ცალკეული რაზმები იბრძოდნენ 1437 წლამდე, მათი სიმაგრის, სიონის დაცემამდე.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება