ტაბახმელის ბრძოლები
ტაბახმელის ბრძოლები— XVI-XVIII საუკუნეებში თბილისის დაუფლებისათვის ბრძოლები. ტაბახმელა სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენდა თბილისის დაუფლებისთვის ბრძოლებში.
1522 წელს უფლისწულ ლუარსაბის მიერ თელეთთან დამარცხებულ მტრის ჯარს გამოდევნებული ქართველთა ლაშქარი ტაბახმელასთან ხევში ჩასაფრებულ შაჰის ლაშქარს წააწყდა, რომელმაც ზურგიდან დაარტყა ქართველებს, ამის შემდეგ ყიზილბაშებმა შეძლეს თბილისის ალყის შემორტყმა, ბოლოს კი ქალაქის აღება.
ტაბახმელასთან ბრძოლების გადახდა მოუწია თბილისის დაუფლებისთვის მებრძოლ სიმონ I-საც. ბერი ეგნატაშვილის ცნობით, პირველი ბრძოლა სიმონმა თავის გამაჰმადიანებულ ძმასთან დაუთ-ხანთან XVI საუკუნის 60 წლებში გამართა, ბრძოლა სიმონის გამარჯვებით დამთავრდა მაგრამ შემდგომი განვითარება იერიშებს აღარ მოჰყოლია. მეორე ბრძოლა ოსმალი მემატიანეს თქმით, სიმონს ოსმალების წინააღმდეგ გაუმართავს, ირანელთა ტყვეობიდან დაბრუნების შემდეგ, მას აშან-ფაშასთან 500 კაცი მოუკლავს და ბრძოლა მეფის გამარჯვებით დამთავრებულა. ამ ბრძოლის შემდეგ მეფეს გზა გაეხსნა თბილისისკენ, მან აიღო თბილისის ციხე და დაესაკუთრა თბილის.
1625 წელს მარაბდის ბრძოლის წინ, თბილისის დაცისთვის ტაბახმელის სტრატეგიული მნიშვნელობის გათვალისწინებით, 1625 წელს ირანელთა ახალი შემოსვლის მოლოდინში, ქართველთა 20 ათასიანი ლაშქარი, კოჯორ-ტაბახმელის მიდამოებში დაბანაკდა, მნიშვნელოვანი ბრძოლა გაიმართა ტაბახმელასთან, აღა-მახმად-ხანისა და ერეკლე II ჯარებს შორის.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია თბილისი, თბ., 2002, გვ. 54