სხივი (ჟურნალი)
სხივი — ქართული ყოველკვირეული პოლიტიკური, სამეცნიერო და ლიტერატურული ჟურნალი სოციალ-დემოკრატიული მიმართულებისა; გამოდიოდა თბილისში 1909–1910 წლებში. რედაქტორ-გამომცემელი — ე. ტურაბელიძე. გამოიცა 15 ნომერი. აშუქებდა პოლიტიკურ საკითხებს, დაბეჭდილია ა. ანდრეევისა და ჰაინრიხ ჰაინეს ნაწარმოებთა თარგმანები, საიუბილეო წერილი ანტონ ჩეხოვზე, მაქსიმ გორკის ნაწარმოებზე რეცენზია; პეტრე კოგანის „ახალი რუსული ლიტერატურის ისტორია“ (სტატიების სერია) და სხვა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 629.