სხვილოსელნი
სხვილოსელნი — ქართლის დიდ ფეოდალთა საგვარეულო X საუკუნეში, სხვილოსის მფლობელები. ქართლის სხვა აზნაურებთან ერთად იბრძოდნენ აფხაზთა (დასავლეთ საქართველო) მეფის გაბატონების წინააღმდეგ აღმოსავლეთ საქართველოში. ამ მიზნით დარჩი და ივანე სხვილოსელნი კახეთის ქორეპისკოპოს კვირიკეს მიემხრნენ აფხაზთა მეფის გიორგი II-ის (922–957) წინააღმდეგ ბრძოლაში. მათი და ქართლ-კახეთის სხვა აზნაურების დახმარებით კვირიკემ კვლავ დაიბრუნა გიორგი II-ის მიერ წართმეული კახეთი. X საუკუნის შემდეგ სხვილოსელთა საგვარეულო წყაროებში აღარ იხსენიება.
წყარო
რედაქტირება- მატიანე ქართლისა, წგნ.: ქართლის ცხოვრება. ს. ყაუხჩიშვილის გამოც. ტ. 1, თბ., 1955
ლიტერატურა
რედაქტირება- შოშიაშვილი ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 629.