სციტამინალეები
სციტამინალეები (Scitaminales) — ერთლებნიან მცენარეთა რიგი. მაღალი მრავალწლოვანი ბალახებია. მათი დიდი ფოთლები დანაწევრებულია ხალთად, ყუნწად და ფირფიტად. ყვავილი ზიგომორფული ან ასიმეტრიულია: ყვავილსაფარი შედგება 3-წევრიანი ჯამისა და გვირგვინისაგან, იშვიათად ერთგვაროვანია, გვირგვინისებრი. სციტამინალეების მხოლოდ მცირე ნაწილს აქვს 6 ნორმალური მტვრიანა, უმრავლესობას კი ერთი ნორმალური მტვრიანა გააჩნია, დანარჩენი 5 გადაქცეულა დიდ, მკვეთრად შეფერილ, გვირგვინის ფურცლის მსგავს სტამინოდიუმებად.
სციტამინალეები | |||||
---|---|---|---|---|---|
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||
| |||||
ლათინური სახელი | |||||
Scitaminales | |||||
კანასებრთა და მარანტისებთა ოჯახებში ამ ერთადერთი მტვრიანას მხოლოდ ერთი ნახევარი ივითარებს ორბუდიან სამტვრეს, მეორე ნახევარი გარდაქმნილია ფურცლისებრ სტამინოდიუმად. ნასკვი ქვედაა, ნაყოფი კოლოფი ან კენკრისებრია. სციტამინალეები აერთიანებს 4 ოჯახს (800-მდე სახეობას): ბანანისებრნი, ჯანჯაფილისებრნი, კანასებრნი და მარანტასებრნი. იზრდებიან ორივე ნახევარსფეროს ტროპიკებსა და სუბტროპიკებში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 625.