სციპიონ აფრიკელი (უფროსი)

(გადამისამართდა გვერდიდან სციპიონ უფროსი)

პუბლიუს კორნელიუს სციპიონ აფრიკელი (დ. ძვ. წ. 235 — გ. ძვ. წ. 183) — რომაელი მხედართმთავარი და პოლიტიკური მოღვაწე, წარჩინებული პატრიციული ოჯახიდან, მეორე პუნიკური ომის გმირი. კანეს ბრძოლაში (ძვ. წ. 216 წელი) თავი ისახელა, როგორც სამხედრო ტრიბუნმა. ძვ. წ. 213 წელს ედილად აირჩიეს. ძვ. წ. 210-205 წწ. პროკონსული, წარმატებით იბრძდა ესპანეთში კართაგენელების წინააღმდეგ. ძვ. წ. 205 წელს კონსულად აირჩიეს. ძვ. წ. 204 წელს აფრიკაში გადასხა 30 ათასიანი არმია და გაანადგურა კართაგენელთა და ნუმიდიელთა ჯარები. კართაგენის ხელისუფლებამ იტალიიდან გაიწვია ჰანიბალი. ძვ. წ. 202 წელს ჰანიბალი და სციპიონი ერთმანეთს გადამწყვეტ ბრძოლაში შეხვდნენ ზამასთან. სციპიონმა გაიმარჯვა. ძვ. წ. 199 წელს ცენზორად და სენატის პრინცეფსად, ძვ. წ. 194 წელს კი კვლავ კონსულად აირჩიეს. სციპიონის განუზომელმა ავტორიტეტმა და ძალაუფლებამ შეაშფოთა რესპუბლიკელთა ბანაკი. მასში ერთპიროვნული ძალაუფლების მაძიებელი ტირანი დაინახეს და მის დასაკნინებლად „საქმეების“ შედგენა დაიწყეს. შეურაცხყოფილმა სციპიონმა რომი მიატოვა და ლიტერნუმში, საკუთარ ვილაში, გადავიდა სამუდამო საცხოვრებლად. იყო თავისი დროის ფრიად განსწავლული ადამიანი, ბერძნული ენისა და კულტურის დიდი მცოდნე და თაყვანისმცემელი.

'პუბლიუს კორნელიუს სციპიონი

ლიტერატურა

რედაქტირება