სფინტუ-გეორგე
სფინტუ-გეორგე (რუმ. Sfântu Gheorghe) — ქალაქი ცენტრალურ რუმინეთში, ტრანსილვანიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, კოვასნის ჟუდეცში. 2011 წლის მდგომარეობით ქალაქში ცხოვრობდა 54,312 ადამიანი. მდებარეობს მდინარე ოლტის ნაპირზე, ზღვის დონიდან 555 მ სიმაღლეზე. ტრანსილვანიის ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. პირველად მოიხსენიება 1332 წელს. ქალაქი ეკონომიკურად განვითარდა XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
სფინტუ-გეორგე Sfântu Gheorghe | |||||
სფინტუ-გეორგე | |||||
| |||||
ქვეყანა | რუმინეთი | ||||
ჟუდეცი | კოვასნა | ||||
კოორდინატები | 45°51′49″ ჩ. გ. 25°47′15″ ა. გ. / 45.86361° ჩ. გ. 25.78750° ა. გ. | ||||
მმართველი | Árpád-András Antal[1] [2] | ||||
პირველი ხსენება | 1332 | ||||
ცენტრის სიმაღლე | 555 მ | ||||
მოსახლეობა | 54,312 კაცი (2011) | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+2 და UTC+3 | ||||
საფოსტო ინდექსი | 520003–520093 | ||||
ოფიციალური საიტი | sfantugheorgheinfo.ro | ||||
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „სფინტუ-გეორგე“ ვიკისაწყობში.