სფინტა-ანა (რუმ. Sfânta Ana) — კრატერული ტბა რუმინეთში, ჰარგიტის ჟუდეცში. მდებარეობს აღმოსავლეთ კარპატებში, ზღვის დონიდან 946 მ სიმაღლეზე.[1] ზედაპირის ფართობი 0.19 კმ². ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთისაკენ გადაჭიმულია 620 მ-ზე, ხოლო დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ 460 მ-ზე.[2] მაქსიმალური სიღრმე 6.4 მ. უკავია ჩამქრალი ვულკანის ჩიომატუს ვულკანური კრატერის ფსკერი. თითქმის ოვალური ფორმისაა. საზრდოობს ატმოსფერული ნალექებით. ზამთარში იყინება და იფარება ყინულის მძლავრი ფენით.[1]

სფინტა-ანა
კოორდინატები: 46°07′35″ ჩ. გ. 25°53′17″ ა. გ. / 46.12639° ჩ. გ. 25.88806° ა. გ. / 46.12639; 25.88806
მდებარეობა რუმინეთის დროშა რუმინეთი
სიმაღლე ზღვის დონიდან 946 
სიგრძე 0,62 კმ
სიგანე 0,46 კმ
ფართობი 0.19 კმ²
სანაპირო ზოლის სიგრძე 1.6 კმ
მაქსიმალური სიღრმე 6.4 
სფინტა-ანა — რუმინეთი
სფინტა-ანა
მედიაფაილები ვიკისაწყობში
  1. 1.0 1.1 Limnological changes and chironomid-inferred summer air temperature...
  2. Nestemate ale naturii din România. Casa Cârții de Știință, 2003