სუსიუნი
იმპერატორი სუსიუნი (იაპონ. 崇峻天皇) (დ. 520/521 — გ. 593) — იაპონიის 32-ე იმპერატორი [2] მემკვიდრეობის ტრადიციული წესის მიხედვით. [3] სუსიუნი ქვეყანას 5 წელი მართავდა. [4]
იმპერატორი სუსიუნი | |
---|---|
崇峻天皇 | |
იაპონიის 32-ე იმპერატორი | |
მმართ. დასაწყისი: | 588 |
მმართ. დასასრული: | 593[1] |
წინამორბედი: | იომეი |
მემკვიდრე: | სუიკო |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 520/521 |
გარდ. თარიღი: | 593 (72 წლის) |
ტრადიციული ამბები
რედაქტირებასუსიუნის ტახტზე ასვლამდე მისი სახელი ჰაცუსებე იყო[5], ხოლო მისი დაბადების სახელი ჰიცუსებე ნო მიკო.[6] ის იმპერატორ კიმეის მე-12 ვაჟი იყო. დედამისი საგას კალანის ლიდერის, სოგა ნო ინამეს ქალიშვილი, ოანე-ნო-კიმი იყო[7]. ის ტახტზე 587 წელს, მისი ნახევარ ძმის, იმპერატორ იომეის გარდაცვალების შემდეგ ავიდა და იამატოს პროვინციაში მდებარე კურაჰასის სასახლეში ცხოვრობდა.[8]
ის ტახტზე სოგას კლანის და სუიკოს მხარდაჭერით ავიდა, რომელიც მისი ნახევარ და და იმპერატორ ბიდაცუს ქვრივი იყო. თავდაპირველად მონონობეს კლანი, რომელიც სოგას კლანის მეტოქე იყო, კიმეის სხვა შვილთან, პრინც ანაჰობესთან გაერთიანდა და მისი ტახტზე აყვანას შეეცადა. სოგა ნო უმაკომ, რომელიც მამისი ოომის მემკვიდრე იყო, მონონობეს კლანის ლიდერი და აჯანყების მოთავე, მონონბე ნო მორია სიგისანის ბრძოლაში მოკლა. სწორედ ამის შემდეგ გამოცხადდა სუსუინი იმპერატორად.
მოგვიანებით იმპერატორი აღშფოთებული იყო უმაკოს გადამეტებული ძალაუფლებით და მისი თავიდან მოშორება სურდა. ერთხელაც მან დაინახა ტახი და განაცხადა, რომ ისევე სურდა ამ ტახის მოკვლა, როგორც სოგანო სუმაკოსი. ამ ფაქტმა იმდენად განარისხა უმაკო, რომ მან იამატო ნო აია ნო ატაიკომას გამოყენებით იმპერატორი მოკლა.
იმპერატორის ქვეყანას 5 წელი მართავდა და 72 წლის ასაკში გარდაიცვალა. [7]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- William George Aston (1896). Nihongi: Chronicles of Japan from the Earliest Times to A.D. 697. London: Kegan Paul, Trench, Trubner. OCLC 448337491
- Delmer Brown and Ichirō Ishida, eds. (1979). Gukanshō: The Future and the Past. Berkeley: University of California Press. 10-ISBN 0-520-03460-0; 13-ISBN 978-0-520-03460-0; OCLC 251325323
- Basil Hall Chamberlain(1920). The Kojiki. Read before the Asiatic Society of Japan on 12 April, 10 May, and 21 June 1882; reprinted May 1919. OCLC 1882339
- Richard Ponsonby-Fane. (1959). The Imperial House of Japan. Kyoto: Ponsonby Memorial Society. OCLC 194887
- Titsingh, Isaac. (1834). Nihon Odai Ichiran; ou, Annales des empereurs du Japon. Paris: Royal Asiatic Society, Oriental Translation Fund of Great Britain and Ireland. OCLC 5850691
- H. Paul Varley (1980). Jinnō Shōtōki: A Chronicle of Gods and Sovereigns. New York: Columbia University Press. 10-ISBN 0-231-04940-4; 13-ISBN 978-0-231-04940-5; OCLC 59145842
სქოლიო
რედაქტირება- ↑ "Genealogy of the Emperors of Japan" at Kunaicho.go.jp; retrieved 2013-8-28.
- ↑ Imperial Household Agency (Kunaichō), 安寧天皇 (3); retrieved 2011-10-19.
- ↑ Titsingh, Isaac. (1834). Annales des empereurs du japon, p. 4; Brown, Delmer M. (1979). Gukanshō, p. 251; Varley, H. Paul. (1980). Jinnō Shōtōki, p. 89; Nussbaum, Louis-Frédéric. (2002). "Traditional order of Tennō" in Japan encyclopedia, pp. 962-963.
- ↑ Brown, Delmer et al. (1979). Gukanshō, p.263; Titsingh, Isaac. (1834). Annales des empereurs du Japon, pp. 37–38. Google წიგნებში
- ↑ Brown, pp. 264; n.b., Up until the time of Emperor Jomei, the personal names of the emperors (their imina) were very long and people did not generally use them. The number of characters in each name diminished after Jomei's reign.
- ↑ Aston, William. (2005). Nihongi, p. 112.
- ↑ 7.0 7.1 Varley, p. 126.
- ↑ Brown, p. 263; Varley, p. 126.