იმპერატორი კიმეი (იაპონ. 欽明天皇; დ. 509 — გ. 571) — იაპონიის 29-ე იმპერატორი [2] მემკვიდრეობის ტრადიციული წესის მიხედვით. [3] იმპერატორი კიმეი პირველი იაპონელი მონარქია რომლის არსებობა და მეფობა დასტურდება ისტორიული წყაროებით.

იმპერატორი კიმეი
欽明天皇
იაპონიის 29-ე იმპერატორი
მმართ. დასაწყისი: 539
მმართ. დასასრული: 571[1]
წინამორბედი: სენკა
მემკვიდრე: ბიდაცუ
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 509
გარდ. თარიღი: 571 (61-62 წლის)

ტრადიციული ამბები

რედაქტირება

რამდენიმე ქრონოლოგიური შეუსაბამობების გამო, ზოგერთი ისტორიკოსი ფიქრობს, რომ კიმეი იმპერატორ ანკანის და სენკას მეტოქე იყო. თუმცა ტრადიციული ჩანაწერების მიხედვით, იმპერატორი კიმეი ტახტზე მისი ძმის, სენკას გარდაცვალების შემდეგ ავიდა.

ისტორიული ჩანაწერების მიხედვით, იმპერატორი სენკა 539 წელს 73 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი მემკვიდრე იმპერატორი კეიტაის მესამე შვილი გახდა. იმპერიალ პრინცი იმპერატორ სენკას ძმა იყო. მოგივანებით იგი ცნობილი გახდა, როგორ იმპერატორი კიმეი. მას თავისი საკუთარი სასახლე ჰქონდა, კანაძასის სასახლე, რომელიც იამატოს პროვინციაში მდებარეობდა. ნისონკი წერს, რომ კიმეი ქვეყანას გარდაცვალებამდე, 571 წლამდე მართავდა.

იმპერატორ კიმეის მშობლები იმპერატორი კეიტაი და იმპერატორ ნინკენის ქალიშვილი პრინცესა ტასირაკა იყვნენ. მისი ცხოვრების ბოლომდე იგი ამეკუნი ოსიჰარაკი ჰირონივას სახელით იყო ცნობილი. კიმეი 6 მეუღლე და 25 შვილი ჰყავდა (16 ვაჟი და 9 ქალიშვილი).

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. "Genealogy of the Emperors of Japan" at Kunaicho.go.jp; retrieved 2013-8-28.
  2. Imperial Household Agency (Kunaichō), 安寧天皇 (3); retrieved 2011-10-19.
  3. Titsingh, Isaac. (1834). Annales des empereurs du japon, p. 4; Brown, Delmer M. (1979). Gukanshō, p. 251; Varley, H. Paul. (1980). Jinnō Shōtōki, p. 89; Nussbaum, Louis-Frédéric. (2002). "Traditional order of Tennō" in Japan encyclopedia, pp. 962-963.