სუსამბარი
სუსამბარი (ლათ. Tanacetum balsamita — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე რთულყვავილოვანთა ოჯახისა. აქვს მთლიანი ფოთლები. პატარა კალათა ყვავილედები, რომლებშიც განაპირა ყვავილები თეთრია, შიგნითა კი ყვითელი, თავმოყრილია საერთო ფარისებრ ყვავილედში.
სუსამბარი | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Tanacetum balsamita Pyrethrum balsamita | ||||||||||||||
|
იზრდება მეტწილად კავკასიაში, მცირე და წინა აზიაში. საქართველოში გვხვდება ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის ტენიან და დანაოჭებულ მდელოებზე, მთის ნაკადულების ნაპირებზე.
სუსამბარი მოჰყავთ სანელებელ მცენარედ, ხშირად ველურდება. იყენებენ ჩრჩილს, რწყილისა და სხვა მწერების წინააღმდეგ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 613.