სურენ პაპიკიანი
სურენ პაპიკიანი (სომხ. Սուրեն Պապիկյան; დ. 26 აპრილი, 1986, სტეფანავანი, სომხეთის სსრ, სსრკ) — სომეხი პოლიტიკოსი, ისტორიკოსი, მასწავლებელი. სომხეთის ვიცე-პრემიერი 2021 წლიდან. 2018-2019 წლებში სომხეთის ტერიტორიული ადმინისტრირებისა და განვითარების მინისტრი. 2019-2021 წლებში სომხეთის ტერიტორიული ადმინისტრირებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი. სომხეთის რევოლუციის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა. 2021 წლის 15 ნოემბრიდან სომხეთის თავდაცვის მინისტრი.
სურენ პაპიკიანი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 26 აპრილი, 1986 (38 წლის) |
დაბადების ადგილი | სტეფანავანი |
მოქალაქეობა | სომხეთი |
განათლება | ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი და სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ჯილდოები | Garegin Nzhdeh medal |
ბიოგრაფია
რედაქტირებასურენ პაპიკიანი 1986 წლის 26 აპრილს დაიბადა სტეფანავანში. 2003-2010 წლებში სწავლობდა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე (სწავლის დროს გაწვეული იქნა ჯარში). ისტორიის ბაკალავრი, პედაგოგი. 2010-2012 წლებში კვლავ სწავლობდა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე. პაპიკიანი არის ისტორიის მაგისტრი. 2009-2011 წლებში პაპიკიანი ხელმძღვანელობდა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტურ სამეცნიერო საზოგადოებას. 2012-2016 წლებში სწავლობდა სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის დიპლომისშემდგომ კურსზე. 2010-2016 წლებში იყო ერევნის N54 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი.[1]. 2011-2018 წლებში მუშაობდა კუანტიმის კოლეჯში, მასწავლებლად. 2017-2018 წლებში ერევნის ქალაქის საბჭოს ექსპერტი იელკის ფრაქციიდან. 2018 წელს იყო მოძრაობა „ჩემი ნაბიჯის“ წევრი-ინიციატორი და სომხეთის აპრილ-მაისში მომხდარი არაძალადობრივი სომხეთის რევოლუციის მონაწილე. ის არის პარტია „საზოგადოებრივი კონტრაქტის“ გამგეობის თავმჯდომარე. ნიკოლ ფაშინიანის პირველ კაბინეტში 2018-2019 წლებში იკავებდა სომხეთის ტერიტორიული ადმინისტრირებისა და განვითარების მინისტრის თანამდებობას. 2019-2021 წლებში ფაშინიანის მეორე კაბინეტში დაინიშნა სომხეთის ტერიტორიული ადმინისტრირებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრად. ჯამში მინისტრის თანამდებობას იკავებდა 2018 წლის 12 მაისიდან 2021 წლის 2 აგვისტომდე. 2021 წლის 2 აგვისტოს, ფაშინიანის მესამე კაბინეტში სურენ პაპიკიანი დაინიშნა სომხეთის ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე.[2]. სურენ პაპიკიანი 2021 წელს იყო პარტია „საზოგადოებრივი კონტრაქტის“ საპარლამენტო საარჩევნო, პროპორციული სიის წევრი. არის პარტია „საზოგადოებრივი კონტრაქტის“ დამფუძნებელი წევრი.
ჯილდოები
რედაქტირება2011 წელს ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურმა საბჭომ პაპიკიანი ვერცხლის მედლით დააჯილდოვა. 2016 წელს კი მან მიიღო სომხეთის თავდაცვის სამინისტროს გარეგინ ნჟდეს სახელობის ჯილდო.
პირადი ცხოვრება
რედაქტირებადაუოჯახებელია. არ ჰყავს შვილი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Biography of Suren Papikyan Official website of the Government of Armenia
- ↑ mediamax.am