აკაკი სურგულაძე

(გადამისამართდა გვერდიდან სურგულაძე, აკაკი)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ სურგულაძე.

აკაკი სურგულაძე (დ. 24 ივნისი, 1913, შემოქმედი, ოზურგეთის მაზრა — გ. 1991) — ქართველი ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1958), პროფესორი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1967), საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1974)

ბიოგრაფია

რედაქტირება

მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში. 1953-1957 და 1972-1976 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის დეკანი. 1958 წლიდან იყო სსრკ-ის ისტორიის კათედრის გამგე. 1965 წლიდან მუშაობდა ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნმოგრაფიის ინსტიტუტში.

იკვლევდა XIX და XX საუკუნეების საქართველოს და ამიერკავკასიის საზოგადოებრივი აზრის განვითარების, ეროვნული მოძრაობის, ერის და ქართველი ხალხის კონსოლიდაციის საკითხებს. იყო საქართველოს ისტორიის ნარკვევების რვატომეულის VI ტომის რედაქტორი და ძირითადი ავტორი, რის გამოც მიენიჭა სახელმწიფო პრემია (1982).

ნამუშევრები

რედაქტირება
  • ნარკვევები ქართველი ინტელიგენციის ისტორიიდან, თბილისი, 1980
  • ექვთიმე თაყაიშვილი, თბილისი, 1977
  • ივანე ჯავახიშვილი, თბილისი, 1976
  • ქართული საზოგადოებრივი აზრი XIX საუკუნის მეორე ნახევარში, თბილისი, 1973
  • რუსეთის იმპერია XIX საუკუნეში, თბილისი, 1973
  • ერის ცნებისა და რევოლუციამდელ საქართველოში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ეტაპების შესახებ, თბილისი, 1970
  • ნიკოლოზ ბარათაშვილის ეპოქა, თბილისი, 1968
  • რუსეთი იმპერიალიზმის ეპოქაში, თბილისი, 1966
  • სოციალისტური რევოლუციის გამარჯვება ამიერკავკასიაში (1918-1921), ტ. 2, თბილისი, 1961
  • ბრძოლა სოციალისტური რევოლუციის გამარჯვებისთვის ამიერკავკასიაში (1917-1918), თბილისი, 1957

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება