სურამის წმინდა მარინეს ეკლესია
სურამის წმინდა მარინეს ეკლესია — ეკლესია ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის დასავლეთ ნაწილში, ყოფილ სოფელ ბუღაურის სასაფლაოზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.
ეკლესია დარბაზულია (7,6 X 5,3 მ), ნაგებია უხეშად დამუშავებული დიდი ზომის ქვიშაქვით. შესასვლელი ეკლესიას დასავლეთიდან აქვს.
ლიტერატურა
რედაქტირება- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 427.