სურამის გვირაბი
სარკინიგზო გვირაბი ლიხის ქედში
სურამის გვირაბი — სარკინიგზო გვირაბი ლიხის ქედში. სიგრძე 3988 მ. გვირაბის გაყვანისათვის საძიებო სამუშაოებს ატარებდნენ ჯერ ინგლისელი, შემდეგ რუსი ინჟინრები. გვირაბის გაყვანამ (მშენებლობა დაიწყო 1886 წელს და დასრულდა 1890 წელს) მნიშვნელოვნად გააუმჯობესა რკინიგზის ტრანსპორტის მაჩვენებლები, გააადვილა დასავლეთ და აღმოსავლეთ ამიერკავკასიას შორის კავშირურთიერთობა.
ლიტერატურა
რედაქტირება- კვერენჩხილაძე რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 610.