სუმბატ კიურეღიანი
სუმბატ კიურეღიანი (დ. 8 მარტი, 1969, ბოგდანოვკა[1]) — ქართველი პედაგოგი და პოლიტიკოსი. საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი 2020 წლიდან.
სუმბატ კიურეღიანი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 8 მარტი, 1969 |
დაბადების ადგილი | ბოგდანოვკა |
მოქალაქეობა | საქართველო |
ეროვნება | სომეხი |
პარტია | ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1969 წლის 8 მარტს. დაამთავრა ერევნის სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტი, აგრონომის სპეციალობით. 1994-2005 წლებში იყო გორელოვკის საშუალო სკოლის პედაგოგი. 2005-2006 წლებში იყო ამავე სკოლის დირექტორი. 2006-2010 წლებში იყო ნინოწმინდის საკრებულოს წევრი. 2010-2012 წლებში იყო საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე. 2012-2020 წლებში იყო ნინოწმინდის საკრებულოს თავმჯდომარე.
2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.[2]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- სუმბატ კიურეღიანი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ქონებრივი დეკლარაცია[მკვდარი ბმული]
- ↑ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა. ცესკო (2020-12-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-15. ციტირების თარიღი: 19 დეკემბერი, 2020.