სმბატ IV ბაგრატუნი

(გადამისამართდა გვერდიდან სუმბათ IV ბაგრატუნი)

სმბატ IV ბაგრატუნი (სომხ. Սմբատ Դ Բագրատունի) (გ. 616/617 ) — სომეხი პრინცი ბაგრატუნების დინასტიიდან, რომელიც თავდაპირველად ბიზანტიის არმიაში მსახურობდა, თუმცა მოგვიანებით დაახლოებით 595 წლისთვის სასანიანთა იმპერიის არმიაში გადავიდა, სადაც მას გამორჩეული სამხედრო კარიერა ჰქონდა და გარდაცვალებამდე 616/617 წლამდე დიდი პატივით სარგებლობდა. მისი მემკვიდრე (შთამომავალი) მისი ვაჟი ვარაზ-ტიროც II ბაგრატუნი იყო.

სმბატ IV ბაგრატუნი
Սմբատ Դ Բագրատունի
ჰირკანიის მარზპანი
მმართ. დასაწყისი: 595
მმართ. დასასრული: 602
წინამორბედი: უცნობია
მემკვიდრე: უცნობია
სპერიის პრინცი (ასპეტი)
მმართ. დასაწყისი: 604
მმართ. დასასრული: 616/617
წინამორბედი: მანველ ბაგრატუნი
მემკვიდრე: ვარაზ-ტიროც II
სპარსული სომხეთის მარზპანი
მმართ. დასაწყისი: 607
მმართ. დასასრული: 616/617
წინამორბედი: ბუტმა
მემკვიდრე: შაჰრაიანპეტი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: დაახ. VI საუკუნე
გარდ. თარიღი: 616/617
შვილები: ვარაზ-ტიროც II
დინასტია: ბაგრატუნების დინასტი
მამა: მანუელ ბაგრატუნი
რელიგია: ქრისტიანობა

ცხოვრება

რედაქტირება

სმბატი იყო მანველ ბაგრატუნის ვაჟი. პირველად იგი მოხსენიებულია 580-იან წლებში, როდესაც ბიზანტიის იმპერატორმა მავრიკიოსმა (582–602 წწ.) სომეხ დიდებულებს კავალერიაში შესვლა და ბალკანურ კამპანიაში ხუნძების წინააღმდეგ ბრძოლა მოსთხოვა. სმბატი და საჰაკ მამიკონიანი ჯარს კონსტანტინოპოლისკენ წარუძღვენ, თითოეული 1000 კაციან შენაერთს ხელმძღვანელობდა, კონსტანტინოპოლში ისინი უხვად დააჯილდოვეს და სახლში გამოუშვეს. 589 წელს სმბატი მეთაურობდა აჯანყებას, რომელიც ბიზანტიის წინააღმდეგ იყო მიმართული, სმბატი შეიპყრეს და კონსტანტინოპოლში გაგზავნეს, სადაც ის გაასამართლეს და სიკვდილი მიუსაჯეს, სასჯელის მიხედვით სმბატი კონსტანტინოპოლის იპოდრომზე მხეცებისთვის უნდა მიეგდოთ. თუმცა, იმპერატორმა მავრიკიოსმა ბოლო წუთს შეიწყალა, სიკვდილის სანაცვლოდ ის გააძევეს "შორეულ კუნძულებზე", მოგვიანებით კი აფრიკაში[1].

რამდენიმე ხნის შემდეგ სმბატი დევნილობიდან დაბრუნდა და სასანიანთა შაჰის ხოსრო II-ის სამსახურში ჩადგა, რომელმაც 595 წელს სმბატი ჰირკანიის (კასპიის ზღვის სამხრეთ სანაპიროების) მარზპანად (სამხედრო გუბერნატორი) დანიშნა[1][2]. სმბატი ამ თანამდებობაზე 602 წლამდე მსახურობდა, თუმცა, მოგვიანებით გაანთავისუფლეს ხორასანში ვისტაჰმის აჯანყების ჩახშობის გამო, მოგვიანებით ქტესიფონის სასახლეში მიიწვიეს, სადაც მას რამდენიმე ტიტული და მცირე ფინანსთა მინისტრადაც დაინიშნა[1][2].

დაახლოებით 607 წელს ("ხოსროს მეფობის მერვე წელს") სმბატი კვლავ სომხეთში გაგზავნეს, თუმცა უფრო დიდი ძალაუფლებით, როგორც "ლორდთა სახლების არმიის მხედართმთავარი". მისი მოღვაწეობა სომხეთში ხანმოკლე მაგრამ პროდუქტიული (ნაყოფიერი) აღმოჩნდა, წერს ნ. გარსონიანი:

 
„სმბატის ექსტრაორდინალური ძალაუფლება მას უფლებას აძლევდა განემტკიცებინა სპარსეთის გვირგვინის ძალაუფლება ნორ-შირაკანში, მან აღადგინა დასუსტებული სომხეთის ეკლესიის პრესტიჟი, საბჭოს მოწვევით, რომელმაც ახალი კათოლიკოსი, აბრაჰამ I, თანამდებობაზე სამი წლის ვადით აირჩია, მან ასევე ხელახლა ააშენა საკათედრო ტაძარი სომხეთის ადმინისტრაციულ დედაქალაქ დვინში, რამაც ადგილობრივი სპარსი ავტორიტეტების უკმაყოფილება გამოიწვია[2].“

მომავალ წელს, სმბატმა მოკრძალებული ტიტული ხოსრო შანი ("ხოსროს სიხარული ან კმაყოფილება") მიიღო, ასევე წარუძღვა სამხედრო კამპანიას ხოსროს სახელით, რომელიც მიმართული იყო ეფთალიტების იმპერიის წინააღმდეგ, სამხედრო კამპანია სმბატისა და სასანიანების გამარჯვებით დასრულდა, არსებობს მოსაზრება, რომ სმბატმა მათი ლიდერი პირისპირ ბრძოლაში მოკლა[1][2].

ამის შემდეგ, იგი პენსიაზე გავიდა, დანამდვილებით უცნობია თუ როდის გარდაიცვალა სმბატ IV, არსებობს ორი ვერსი 616 ან 617 წელი, მისი გარდაცვალების შემდეგ, მისი მემკვიდრე მისი ვაჟი ვარაზ-ტიროც II გახდა[1][2].

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Martindale, John R.; Jones, A.H.M.; Morris, John (1992). „Symbatius 1“, The Prosopography of the Later Roman Empire: Volume III, AD 527–641. Cambridge University Press, გვ. 1209–1211. ISBN 0-521-20160-8. 
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 Garsoian, Nina. (2005-07-20) SMBAT BAGRATUNI. Encyclopaedia Iranica. Iranicaonline.org. ციტირების თარიღი: 2013-08-10.
სმბატ IV ბაგრატუნი
დაიბადა:  ?? გარდაიცვალა: 616/617
წინამორბედი:
უცნობია
ჰირკანიის მარზპანი
595602
შემდეგი:
უცნობია
წინამორბედი:
მანველ ბაგრატუნი
სპერის პრინცი (ასპეტი)
604616/617
შემდეგი:
ვარაზ-ტიროც II
წინამორბედი:
ბუტმა
სპარსული სომხეთიის მარზპანი
607616/617
შემდეგი:
შაჰრაიანპეტი