სულების სახლი
სულების სახლი (ესპ. La casa de los espíritus) — ისაბელ ალიენდეს სადებიუტო რომანი. 1982 წელს ბუენოს-აირესში გამოქვეყნებამდე, ტექსტი არაერთი ესპანურენოვანმა გამომცემლობამ დაიწუნა. რომანი გამოსვლისთანავე ბესტსელერად იქცა და კრიტიკული აღიარებაც მოიპოვა. „სულების სახლი“ 1982 წელს ჩილეში წლის საუკეთესო რომანად გამოცხადდა, მისთვის მწერალმა ეროვნული ლიტერატურული პრემია Panorama Literario მიიღო.[1] ნაწარმოები ოცზე მეტ ენაზეა თარგმნილი.[2]
„სულების სახლი“ | |
---|---|
ავტორი | ისაბელ ალიენდე |
ენა | ესპანური ენა |
გამომცემელი | Editorial Sudamericana |
გამოცემის თარიღი | 1982 |
რომანის დაწერის იდეა ალიენდეს მაშინ დაებადა, როცა შეიტყო, რომ მისი ასი წლის ბაბუა სიკვდილის პირას იმყოფებოდა. მან ბებიას სულიერად გასამხნევებლად წერილი დაუწერა, რომელიც „სულების სახლისთვის“ დაწერილი პირველი ტექსტი გახდა.[3]
რომანი XX საუკუნეში ჩილეში მომხდარი ისტორიული და სოციალური ძვრების ფონზე ტრუებას ოჯახის ოთხი თაობის შესახებ მოგვითხრობს, რომლის წევრებიც ზებუნებრივი ნიჭით არიან დაჯილდოებულნი. ტექსტი ნაწილობრივ ავტობიოგრაფიულია, რამდენადაც მისი პერსონაჟების პროტოტიპებად მწერლის ოჯახის წევრები გვევლინებიან, მათ შორის ჩილეს პრეზიდენტი სალვადორ ალიენდე.
„სულების სახლში“ მრავლად ვხვდებით მაგიური რეალიზმის დეტალებს. მასზე დიდი გავლენა მოახდინა გაბრიელ გარსია მარკესის რომანმა „მარტოობის ასი წელიწადი“.
1993 წელს რომანის კინოადაპტაცია შედგა, რომელშიც მთავარ როლებს ჯერემი აირონსი, მერილ სტრიპი, ვაინონა რაიდერი, გლენ კლოუზი და ანტონიო ბანდერასი ასრულებენ.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Fairfield University : Award-winning author Isabel Allende to speak at Fairfield University. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 სექტემბერი 2007. ციტირების თარიღი: 24 თებერვალი 2022.
- ↑ Penalva, Joanna. "Arts & Culture: Department of Drama Presents ‘The House of the Spirits’," Syracuse University News (November 7, 2017).
- ↑ Beard, Alison. "CREATIVITY: Life’s Work: An Interview with Isabel Allende," Harvard Business Review (May 2016).