ვიქტორ სულაქველიძე

(გადამისამართდა გვერდიდან სულაქველიძე, ვიქტორ)

ვიქტორ სამსონის ძე სულაქველიძე (დ. 15 დეკემბერი, 1919, მთისძირი — გ. 31 ოქტომბერი, 1984) — ქართველი სამხედრო მეცნიერი და სამხედრო ინჟინერი. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, გენერალ-მაიორ-ინჟინერი[1].  

1942 წელს დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი (შემდეგში პოლიტექნიკურად წოდებული), რის შემდეგაც გააგზავნეს სამხედრო-საარტილერიო აკადემიაში სწავლის გასაგრძელებლად.       

ვიქტორ სულაქველიძე ცნობილია, როგორც ლაზერული პისტოლეტის ავტორი. ხვეწდა და აუმჯობესებდა საბჭოთა საკონტინენტშორისო ბალისტიკური რაკეტების საბრძოლო (ბირთვული) ქობინებს, რათა მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე აფეთქების შემდეგ გაძლიერებულიყო გამა და ზემაღალი სიხშირის გამოსხივება. სავარაუდოდ, ზრუნავდა ალექსანდრე ნადირაძის ბირთვულქობინიანი „ტოპოლების“ გაუმჯობესობაზეც.

ვიქტორ სულაქველიძე გარდაიცვალა 1984 წელს. ის საქართველოში ჩამოასვენეს და თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. გენერალი ვიქტორ სულაქველიძე რუს გენერლებთან ერთად. საქართველოს ეროვნული საპარლამენტო ბიბლიოთეკა (ციფრული ბიბლიოთეკა).