სუკიაკი
სუკიაკი (鋤焼, ან უფრო ხშირად すき焼き; [sɯ̥kijaki]) - იაპონური კერძი, რომლის მომზადება და მომსახურებაც ნაბემონოს (საკვების ქვაბში მომზადების იაპონური მეთოდი) სტილში ხდება.
კერძი შედგება ხორცისგან (ყველაზე ხშირად თხლად დაჭრილი ძროხის ხორცი), რომელიც ნელ-ნელა იხარშება ან იშუშება, ბოსტნეულთან და სხვა ინგრედიენტებთან ერთად, ნაკლებად ღრმა რკინის ქვაბში, სოიოს სოუსის, შაქრისა და მირინის (ბრინჯის ღვინოს) სითხეში. ინგრედიენტებს მომზადების შემდეგ უმ, ათქვეფილ კვერცხში ამოავლებენ, შემდეგ კი მიირთმევენ.
სუკიაკი ზამთრის სეზონის კერძად მიიჩნევა და ხშირად გვხვდება ბონეკაიზე - იაპონური ახალი წლის წვეულებებზე.
ინგრედიენტები
რედაქტირებადღესდღეობით, კერძის დასამზადებლად გამოიყენება თხლად დაჭრილი საქონლის ხორცი, თუმცა, წარსულში ღორის ხორცსაც იყენებდნენ (განსაკუთრებით ჰოკაიდოში და ნიიგატაში).
საქონლის ხორცის თანხლებით, ასევე ხარშავენ:
მომზადება
რედაქტირებაარსებობს სუკიაკის მომზადების ორი მთავარი სტილი, კანტოს სტილი აღმოსავლეთ იაპონიიდან და კანსაის სტილი დასავლეთ იაპონიიდან.
კანტოს სტილში ვარიშიტას (საკეს, სოიოს სოუსის, შაქრის, მირინისა და ბულიონის ნარევი) სითხეს ათავსებენ ქვაბში, ათბობენ და უმატებენ ხორცს, ბოსტნეულს და სხვა ინგრედიენტებს მოსახარშად. კანსაის სტილის სუკიაკიში ხორცი ჯერ ხორცი მზადდება, შემდეგ ემატება შაქარი, საკე და სოიოს სოუსი, ბოლოს კი ბოსტნეული და სხვა ინგრედიენტები.
იქიდან გამომდინარე, რომ ადრე საქონლის ხორცი ძალიან ძვირი იყო, კერძი ღორის ხორცითაც მზადდებოდა, განსაკუთრებით ქვეყნის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ნაწილში. კერძის ზოგიერთი ვერსია ქათმის ან თევზის ხორცითაც მზადდება.
ისტორია
რედაქტირებაეტიმოლოგია
რედაქტირებაარსებობს თეორია, რომ კერძის სახელი მოდის სიტყვა suki-დან (鋤), რომელიც ნიშნავს ბარს/ნიჩაბს და yaki (焼き), რომელიც საკვების გრილზე მომზადების ზმნას აღნიშნავს. ედოს პერიოდში (1603–1868), ფერმერები იყენებდნენ "სუკიში" ამზადებდნენ თევზსა და ტოფუს. სუკიაკი ტრადიციული იაპონური კერძი გახდა მეიჯის ხანაში (1868–1912). მეორე თეორიის მიხედვით, სახელი მომდინარეობს სიტყვიდან sukimi (剥き身), რაც ნიშნავს "თხლად დაჭრილ ხორცს".[1]
იაპონიაში ბუდიზმი შემოვიდა ასუკას პერიოდში[2]. იმ დროს ცხოველების მკვლელობა ეწინააღმდეგებოდა ბუდისტურ კანონებს, პირუტყვი კი სამუშაო ცხოველებად ითვლებოდა, ამიტომ მათი მოკვლა აკრძალული იყო. მიუხედავად ამისა, ხორცის ჭამა ნებადართული იყო განსაკუთრებულ შემთხვევებში, მაგალითად, ავადმყოფობის დროს ან სპეციალურ ღონისძიებებზე, როგორიცაა ბონენკაი, წლის დასრულების აღსანიშნავი წვეულება. ედოს პერიოდში, ხორცის ჭამა მიღბული იყო, მალევე კი, იაპონიის გახსნასთან ერთად, უცხოელმა მოგზაურებმა შემოიტანეს ხორცის ჭამის განსხვავვებული კულტურა. თავდაპირველად, საქონელი მეზობელი ქვეყნებიდან, მაგ. კორეადან გადმოჰქონდათ. სუკიაკი, სავარაუდოდ კანსაიში შეიქმნა. კანტოში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ, კანტოს მოსახლეობა კანსაიში გადასახლდა, უკან დაბრუნებისას კი ეს კერძი კანტოშიც გაავრცელეს. ძროხის ხორცი დღევანდელი სუკიაკის ძირითადი ინგრედიენტია. [3]
1961 წლის სიმღერას "Ue wo Muite Arukō"-ის ალტერნატიული სახელწოდებაა "Sukiyaki", რათა ინგლისურენოვანი ქვეყნებისთვის ის უფრო დასამახსოვრებელი ყოფილიყო. სათაურის მიუხედავად, სიმღერას არანაირი კავშირი არ აქვს სუკიაკთან.[4]
სუკიაკი მსგავსია იაპონური კერძი შაბუ-შაბუსი, მაგრამ, სუკიაკი უფრო ტკბილია და კასეროლის სტილში მზადდება.[5][6]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-07-05. ციტირების თარიღი: 2020-09-29.
- ↑ http://www.buddhanet.net/nippon/nippon_partI.html
- ↑ http://baike.baidu.com/item/%E5%AF%BF%E5%96%9C%E7%83%A7/62210
- ↑ Bronson, Fred (2003). The Billboard Book of Number 1 Hits. Billboard Books. გვ. 1311. ISBN 0-8230-7677-6
- ↑ http://www.foodnetwork.com/recipes/jamie-oliver/shabu-shabu-recipe-1953244
- ↑ http://www.justonecookbook.com/sukiyaki/