ვლადიმერ სუკაჩოვი

რუსი ბოტანიკოსი და გეოგრაფი
(გადამისამართდა გვერდიდან სუკაჩოვი, ვლადიმერ)

ვლადიმერ ნიკოლოზის ძე სუკაჩოვი (რუს. Сукачёв, Владимир Николаевич; დ. 7 ივნისი [ ძვ. სტ. 26 მაისი] 1880, სოფ. ალექსანდროვკა, ხარკოვის გუბერნია — გ. 9 თებერვალი, 1967, მოსკოვი) — რუსი ბოტანიკოსი და გეოგრაფი. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1943). სოციალისტური შრომის გმირი (1965). მეცნიერებაში დაამკვიდრა ცნება „ბიოგეოცენოზი“ (1942).

ვლადიმერ სუკაჩოვი
რუს. Владимир Никола́евич Сукачёв
დაბ. თარიღი 26 მაისი (7 ივნისი), 1880
დაბ. ადგილი Zmiyovsky Uyezd
გარდ. თარიღი 9 თებერვალი, 1967(1967-02-09) (86 წლის)
გარდ. ადგილი მოსკოვი
დასაფლავებულია ვედენსკოეს სასაფლაო
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 რუსეთის რესპუბლიკა
საბჭოთა რუსეთი
 სსრკ
საქმიანობა ბიოლოგი, პალეონტოლოგი, არქეოლოგი, forester, ბოტანიკოსი[1] , უნივერსიტეტის პროფესორი, ecologist, გეოგრაფი და forestry engineer[2]
მუშაობის ადგილი სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი, Ural State Forest Engineering University, Moscow State Forest University, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი, Sukachev Institute of Forest, Institute of Forest Science, N.V. Tsitsin Main Botanical Garden და კომაროვის ბოტანიკის ინსტიტუტი[3]
ალმა-მატერი სატყეო ინსტიტუტი
განთქმული მოსწავლეები Pyotr Bogdanov, Nikolai Vladislavovich Dylis, Nikolay P'yavchenko, Sergei Yakovlevich Sokolov, Aleksey Rode და Pavel Rafes
სამეცნიერო ხარისხი ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი[4]
მეუღლე Henrietta Poplavskaya[5]
ჯილდოები ლენინის ორდენი, ლენინის ორდენი, ლენინის ორდენი, საპატიო ნიშნის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი, დოკუჩაევის სახელობის ოქროს მედალი, სოციალისტური შრომის გმირი[4] [6] [7] , ნამგალი და ურო, მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გმირული შრომისათვის“ და რსფსრ მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე

ბიოგრაფია

რედაქტირება

1944–1959 წლებში სსრკ მეცნიერებათა აკადემიის სატყეო ინსტიტუტის დირექტორი, სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ტყეთმცოდნეობის ლაბორატორიის (1959) და ბოტანიკის ინსტიტუტთან არსებული ბიოგეოცენოლოგიის ლაბორატორიის (1965) ხელმძღვანელი.

სუკაჩოვი ბიოგეოცენოლოგიის ფუძემდებელია. იგი შეისწავლიდა ფიტოცენოზებს, მათ სტრუქტურას, კლასიფიკაციას, დინამიკას, გარემოსთან ურთიერთკავშირს. მისი ფიტოცენოლოგიური გამოკვლევები მჭიდროდ არის დაკავშირებული დენდროლოგიასა და მდელოთმცოდნეობასთან, პალეობოტანიკასა და სტრატიგრაფიასთან. სუკაჩოვის ნაშრომები ჭაობმცოდნეობის, დენდროლოგიის, გეობოტანიკის, მერქნიან მცენარეთა სისტემატიკისა და ბუნებრივი გადარჩევის ფორმების ექსპერიმენტული შესწავლის შესახებ ფართოდ იყო დანერგილი პრაქტიკაში.

სუკაჩოვი იყო ბუნების მკვლევართა საზოგადოების (1955-1967) და საკავშირო ბოტანიკის საზოგადოების (1946 წლიდან) პრეზიდენტი, პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1959), ჩეხოსლოვაკიის მიწათმოქმედების აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1927). დაჯილდოებულია 3 ლენინის ორდენით, 2 სხვა ორდენითა და მედლებით. მიღებული აქვს ნიკოლოზ პრჟევალსკის, სემიონოვ ტიან-შანსკისა და დოკუჩაევის სახელობის ოქროს მედლები.

თხზულება

რედაქტირება
  • Избр. труды, т. 1—3, Л., 1975.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 597-598.
  • Воронов А. Г., Крупнейший русский биолог и географ. К 85-летию В. Н. Сукачева, в кн.: Землеведение, т. 7(47), М., 1967, с. 291—98;
  • Богданов П. Л., Жизнь и деятельность В. Н. Сукачева, в кн.: Проблемы геоботаники и биологии древесных растений, Л., 1969, с. 7—22.
  1. Deutsche Nationalbibliothek Record #12838302X // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. Czech National Authority Database
  3. Гельтман Д. В. Непростое объединение Ботанического сада и Ботанического музея в Ботанический институт, The Uneasy Merging of the Botanical Garden and Botanical Museum into the Botanical Institute // Историко-биологические исследования — 2014. — Т. 6, вып. 3. — С. 35–60. — ISSN 2076-8176; 2500-1221
  4. 4.0 4.1 Романова Н. Е. «Существует совсем другая биология»: к 75-летнему юбилею Якова Михайловича Галла, A whole different biology does exist: to the 75th birthday of Yasha Gall // Историко-биологические исследования — 2022. — Т. 14, вып. 2. — С. 7–32. — ISSN 2076-8176; 2500-1221doi:10.24412/2076-8176-2022-2-7-32
  5. https://plants.jstor.org/stable/10.5555/al.ap.person.bm000330992
  6. Письма советских учёных в издательство «Наука» в поддержку издания очерка Ж.А. Медведева «Биологическая наука и культ личности», Letters of Soviet scientists to the publishing house “Nauka” in support of the publication of Zhores Medvedev’s essay “Biology and the personality cult” // Историко-биологические исследования — 2019. — Т. 11, вып. 2. — С. 20–40. — ISSN 2076-8176; 2500-1221
  7. Голуб В. Б. Утраченная в СССР концепция «подвижного равновесия», The Lost Concept of «Dynamic Balance» in the USSR // Историко-биологические исследования — 2017. — Т. 9, вып. 1. — С. 40–67. — ISSN 2076-8176; 2500-1221