სუდ-ჩიჩასის პროვინცია
სუდ-ჩიჩასის პროვინცია (ესპ. Provincia de Sud Chichas) — პროვინცია ბოლივიაში, პოტოსის დეპარტამენტში. დედაქალაქია ტუპისა.
პროვინცია | |||||
---|---|---|---|---|---|
სუდ-ჩიჩასის პროვინცია Provincia de Sud Chichas | |||||
| |||||
ქვეყანა | ბოლივია | ||||
ადმ. ცენტრი | ტუპისა | ||||
კოორდინატები | 21°20′00″ ს. გ. 65°50′00″ დ. გ. / 21.33333° ს. გ. 65.83333° დ. გ. | ||||
ფართობი | 8 158 კმ² | ||||
სალაპარაკო ენები | ესპანური, კეჩუა | ||||
მოსახლეობა | 47 873 კაცი (2001) | ||||
სიმჭიდროვე | 5,9 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTCGMT -4 | ||||
სუდ-ჩიჩასი ერთ-ერთია პოტოსის დეპარტამენტის თექვსმეტი პროვინციიდან. სამხრეთით ესაზღვრება არგენტინა, სამხრეთ-აღმოსავლეთით — ტარიხას დეპარტამენტი, აღმოსავლეთით — ჩუკისაკის დეპარტამენტი. ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ, ასევე აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ გადაჭიმულია 60 კმ-ზე, ხოლო მთლიანი ფართობი 8 158 კმ²-ს შეადგენს.
მოსახლეობა
რედაქტირება- 1992 წლის აღწერისას, მოსახლეობა 52 308 ადამიანს შეადგენდა, 2001 წელს კი 47 873-ს, ანუ ადგილი ჰქონდა 8.5 %-იან კლებას.
- 96 % ლაპარაკობს ესპანურად, 59 % კეჩუაზე.
- მოსახლეობის 45 %-ს არ აქვს ელექტროენერგია.
- 34 % დასაქმებულია სასოფლო-სამეურნეო სფეროში, 11 % მაღაროებში, 6 % მრეწველობაში, 49 % მომსახურების სფეროში (2001).
- მორწმუნეთა 88 % კათოლიკეა, 8% პროტესტანტი.
მოსახლეობის ძირითადი ნაწილი კეჩუას შთამომავლები არიან.
დაყოფა
რედაქტირებაპროვინცია შედგება ორი მუნიციპალიტეტისაგან, რომლებიც თავის მხრივ კანტონებად იყოფა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Population data (Spanish) დაარქივებული 2007-02-22 საიტზე Wayback Machine.