ლია სტურუა

ქართველი პოეტი
(გადამისამართდა გვერდიდან სტურუა, ლია)

ლია სტურუა (დ. 15 მაისი, 1939) — ქართველი პოეტი. გალაკტიონ ტაბიძისა და საქართველოს სახელმწიფო პრემიების ლაურეატი.

ლია სტურუა
დაბადების თარიღი 15 მაისი, 1939 (1939-05-15) (85 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
საქმიანობა პოეტი და მწერალი
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჯილდოები საქართველოს სახელმწიფო პრემია, გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია, რუსთაველის პრემია, ღირსების ორდენი, პრემია „საბა“ და თბილისის საპატიო მოქალაქე
მეუღლე ელგუჯა ამაშუკელი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ლია სტურუა დაიბადა 1939 წლის 15 მაისს, თბილისში. 1957 წელს დაამთავრა თბილისის 24-ე საშუალო სკოლა. იმავე წელს შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტზე. შემდეგ კი სწავლა განაგრძო ასპირანტურაში და 1974 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე - „ფერის მხატვრული ფუნქცია გ. ტაბიძის პოეზიაში“.

მუშაობდა უნივერსიტეტში — კითხულობდა ლექციებს, იმავდროულად, შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტში — უფროს მეცნიერ-თანამშრომლად.

დაქორწინდა მოქანდაკე ელგუჯა ამაშუკელზე, ჰყავს ერთი შვილი და ერთი შვილიშვილი.

1999 წლიდან მუშაობს გ. ტაბიძის მუზეუმში ლიტერატურულ კონსულტანტად.

პირველი წიგნი, ლექსების კრებული „ხეები ქალაქში“, გამოსცა 1962 წელს. გამოცემული აქვს 12-ზე მეტი ლექსების წიგნი, პროზაული — „ბედნიერი სიჩუმე“, „რძეში ჩავარდნილი ქვა“ (შეგრძნებების რომანი). წერს ესეებს, წერილებს. მისი ლექსები თარგმნილია გერმანულ, ფრანგულ, ინგლისურ და ფინურ ენებზე.

1997 წელს ნორვეგიის ტელევიზიამ გადაიღო ფილმი ლია სტურუასა და იუნა მორიცზე.[1]

ჯილდოები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ბიოგრაფიული ცნობები[მკვდარი ბმული]
  2. 2.0 2.1 2.2 ლია სტურუა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ციტირების თარიღი: 24 დეკემბერი, 2023
  3. ლია სტურუა. 1tv.ge. ციტირების თარიღი: 24 დეკემბერი, 2023
  4. „თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება წელს 26-მა მოქალაქემ მიიღო“. interpressnews.ge. 30 სექტემბერი, 2023. ციტირების თარიღი: 24 დეკემბერი, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)