ივანე სტურუა

(გადამისამართდა გვერდიდან სტურუა, ივანე)

ივანე (ვანო) თედორეს ძე სტურუა (დ. 28 დეკემბერი [ძვ. სტ. 16 დეკემბერი], 1870, სოფ. კულაში, ქუთაისის მაზრა ― გ. 13 აპრილი, 1931, თბილისი) — ქართველი ბოლშევიკი რევოლუციონერი, საბჭოთა სახელმწიფო და პარტიული მოღვაწე, კომპარტიის წევრი 1896 წლიდან. რეჟისორ რობერტ სტურუას პაპა.

ივანე სტურუა

ბიოგრაფია

რედაქტირება

1889–1900 წლებში მუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზის თბილისის მთავარ სახელოსნოებში. თბილისის სოციალურ-დემოკრატიული ორგანიზაციის ერთ-ერთი დამაარსებელი. ხელმძღვანელ როლს ასრულებდა 1898-1900 თბილისის მუშათა გაფიცვებსა და მაისობებში. 1900 სექტემბერში ბაქოში ჩაბმული იყო რევოლუციურ მუშაობაში. იყო რსდმპ ბაქოს კომიტეტის წევრი, ლენინური „ისკრის“ აგენტი. მუშაობდა რსდმპ ცკ-ის არალეგალურ სტამბებში ბაქოში, პეტერბურგსა და ვიბორგში. რამდენიმეჯერ იყო პატიმრობასა და გადასახლებაში. 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ხელმძღვანელობდა სამტრედიის ბოლშევიკურ ორგანიზაციას. იყო ბოლშევიკების დასავლეთ ამიერკავკასიის და ქუთაისის საგუბერნიო კომიტეტების (1918–1920), საქ. კპ(ბ) ცკ-ის წევრი (1920-1921). 1922–1924 წლებში — საქართველოს სსრ მიწათმოქმედების სახკომი, შემდეგ საკ. კპ(ბ) ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის პარტკოლეგიის საკონტროლო კომისიის თავმჯდომარე. არაერთხელ იყო საკავშირო კპ (ბ) ყრილობის დელეგატი. საკ. კპ (ბ) XIV - XVI ყრილობებზე აირჩიეს საკ. კპ (ბ) ცენტრალური საკონტროლო კომისიის წევრად. იყო საქართველოს სსრ, ამიერკავკასიის სფსრ და სსრკ ცაკის წევრი.

ლიტერატურა

რედაქტირება