სტრონციუმის ბრომიდი
სტრონციუმის ბრომიდი — ქიმიური ნივთიერება ფორმულით SrBr2. ოთახის ტემპერატურაზე არის თეთრი, უსუნო, კრისტალური ფხვნილი. სტრონციუმის ბრომიდი წვის დროს ალს ფერავს წითლად, ასევე აქვს გარკვეული ფარმაცევტული გამოყენებები.
სტრონციუმის ბრომიდი | |
ზოგადი | |
---|---|
სისტემური სახელწოდება | სტრონციუმის ბრომიდი |
ქიმიური ფორმულა | SrBr2 |
მოლური მასა | 247.428 (ანჰიდრიტი) გ/მოლი 355.53 (ჰექსაჰიდრატი) გ/მოლი |
ფიზიკური თვისებები | |
სიმკვრივე | 4.216 (ანჰიდრიტი) გ/სმ3 2.386 (ჰექსაჰიდრატი) გ/სმ³ |
თერმული თვისებები | |
დნობის ტემპერატურა | 643 °C |
დუღილის ტემპერატურა | 2,146 °C |
სტრუქტურა | |
კრისტალური სტრუქტურა | ტეტრაგონალური[1] |
მიღება
რედაქტირება- სტრონციუმის ბრომიდი მიიღება, სტრონციუმის ჰიდროქსიდზე ბრომწყალბადმჟავის მოქმედებით
- ალტერნატიული მეთოდი მდგომარეობს სტრონციუმის კარბონატის გამოყენებაში, როგორც სტრონციუმის წყარო.
ეს რეაქციები იძლევა SrBr2- ის ჰექსჰიდრატს, რომელიც იშლება დიჰიდრატად 89 ° C ტემპერატურაზე. 180 ° C ტემპერატურაზე კი მიიღება SrBr2-ის ანჰიდრიტი.[2]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ R. L. Sass; et al. (1963). „The crystal structure of strontium bromide“. J. Phys. Chem. 67 (12): 2862. doi:10.1021/j100806a516.
- ↑ Dale L. Perry, Sidney L. Phillips: Handbook of Inorganic Compounds. CRC Press, 1995, ISBN 978-0-8493-8671-8, (სტრონციუმის ბრომიდი Google წიგნებში).