სტიუარტ ჰოლი
სტიუარტ ჰოლი (ინგლ. Stuart Hall; დ. 3 თებერვალი, 1932, კინგსტონი — 10 თებერვალი, 2014,[7] ლონდონი) — მარქსისტული მიმართულების კულტურისა და მასობრივი კომუნიკაციების ბრიტანელი სოციოლოგი.
სტიუარტ ჰოლი | |
---|---|
ინგლ. Stuart Hall | |
დაბადების თარიღი | 3 თებერვალი, 1932[1] [2] [3] [4] |
დაბადების ადგილი | კინგსტონი |
გარდაცვალების თარიღი | 10 თებერვალი, 2014[1] [2] [5] [3] [4] (82 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ლონდონი |
დასაფლავებულია | ჰაიგეიტის სასაფლაო |
საქმიანობა | სოციოლოგი, უნივერსიტეტის პროფესორი, ლიტერატურული კრიტიკოსი და ხელოვნების თეორიტიკოსი[4] |
მოქალაქეობა |
გაერთიანებული სამეფო იამაიკა |
ალმა-მატერი | მერტონის კოლეჯი[6] , ოქსფორდის უნივერსიტეტი და Jamaica College |
ჯილდოები | ბრიტანეთის აკადემიის წევრი და როდსის სტიპენდია[6] |
მეუღლე | Catherine Hall |
გავლენა მოახდინეს | |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა იამაიკაზე.
1951 წელს მან მოიგო როდსის სტიპენდია ოქსფორდის უნივერსიტეტის მიორტონის კოლეჯში (Merton College, Oxford) სასწავლებლად.[8][9]
მუშაობდა ბირმინგემის უნივერსიტეტში, სადაც 1964 წელს რიჩარდ ჰოგარდთან ერთად დააარსა თანამედროვე კულტურის კვლევის ცენტრი (Centre for Contemporary Cultural Studies).
1979–1997 წლებში ასწავლიდა ბრიტანეთის ღია უნივერსიტეტში.
თანამშრომლობდა რაიმონდ უილიამსთან, რიჩარდ ჰოგარტთან. მათთან ერთად გამოჩნდა ჟურნალში „ახალი მემარცხენე მიმოხილვა“ (ინგლ. New Left Review).
ანტისაომარი მოძრაობის წევრი. ბრიტანული სოციალოგიური ასოციაციის პრეზიდენტი (1995–1997). ბრიტანული აკადემიის წევრი.
სამეცნიერო პოზიცია და სამეცნიერო ინტერესები
რედაქტირებაანტონიო გრამშის და ლუი ალტიუსერის იდეებზე დაყრდნობით, ის ავითრებდა მარქსისტული მიდგომას კულტურული მოვლენებისადმი. ის იყო სპეციალისტი საპროტესტო კულტურების, მასობრივი კომუნიკაციების, პოპულარული ლიტერატურის სოციოლოგიაში.
ნაშრომები
რედაქტირება- Encoding and Decoding in the Television Discourse (1973)
- Resistance through rituals: youth subcultures in post-war Britain (1976, თ.ჯეფერსონთან ერთად)
- Policing the crisis: mugging, the state, and law and order (1978)
- The hard road to renewal: Thatcherism and the crisis of the left (1988)
- Questions of cultural identity (1996, პ. დ. გაემთან ერთად)
- Critical dialogues in cultural studies (1996, დ.მორლისთან და სხვა ავტორებთან ერთად)
- Representation: Cultural Representations and Signifying Practices (1997)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek Record #119345862 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ 3.0 3.1 Babelio — 2007.
- ↑ 4.0 4.1 4.2 The Fine Art Archive — 2003.
- ↑ SNAC — 2010.
- ↑ 6.0 6.1 Rhodes Scholar Database
- ↑ Jamaican cultural theorist Stuart Hall dies, aged 82. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-02-14. ციტირების თარიღი: 2014-02-10.
- ↑ Levens, R. G. C., ed. (1964). Merton College Register 1900-1964. Oxford: Basil Blackwell. p. 424.
- ↑ Phillips, Caryl; "Stuart Hall", BOMB, 58 (Winter 1997).