სტიმპანკი
სტიმპანკი (ინგლ. steampunk) — სამეცნიერო ფანტასტიკის ქვეჟანრი, რომელიც თავის თავში მოიცავს ტექნოლოგიასა და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნებას, შთაგონებულს XIX საუკუნის ინდუსტრიული ორთქლის მანქანებით.[1][2] როგორც ლიტერატურული მიმდინარეობა შეიქმნა 1980-იანი წლებში კიბერპანკის საპირწონედ[3] და თანდათანობით იქცა ხელოვნების ფორმად, კულტურულ მოძრაობად და სუბკულტურად.[4] ითვლება კიბერპანკის ყველაზე განთქმულ დისტრიბუტივად.[5]
როგორც წესი, სტიმპნაკის სიუჟეტი მოიცავს მე-19 საუკუნის ვიქტორიანული ეპოქის ან ამერიკის ველური დასავლეთის ალტერნატიულ ისტორიას, სადაც მასიურად გამოიყენება ორთქლის მანქანები და წარმოდეგენილია დამახასიათებელი ქალაქის პეიზაჟები და კონტრასტული სოციალური ფენები. შესაძლოა, სტიმპანკში, ასევე გაერთიანებული იყოს ფენტეზის,[6] საშინელებათა ლიტერატურის, ისტორიული პროზის, დეტექტივისა და ფანტასტიკის სხვა ჟანრების ელემენტები.
სტიმპანკზე შესამჩნევი გავლენა მოახდინა მე-19 საუკუნის მწერლების, ჟიულ ვერნის, ჰერბერტ უელსის, მერი შელისა და ედვარდ სილვესტერ ელისის სამეცნიერო რომანებმა.[7] მიუხედავად იმისა, რომ 1960-1970-იან წლებში გამოცემული ბევრი ნაუმუშევარი მიიჩნევა სტიმპანკის ნიმუშებად, ტერმინი „სტიმპანკი“ წარმოიშვა 1980-იანი წლების ბოლოს, რომელიც პირველად იხმარა ამერიკელმა სამეცნიერო ფანტასტმა მწერალმა კევინ ჯეტერმა.
ჟანრის მნიშვნელოვანი წარმომადგენლები არიან: უილიამ გიბსონი, გორდონ დალკვისტი, კევინ ჯეტერი, ჯეიმზ ბლეილოკი, ჩაინა მიევილი, ბრიუს სტერლინგი და სკოტ ვესტერფელდი
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „სტიმპანკი“ ვიკისაწყობში.
- რას ნიშნავს სტიმპანკი დაარქივებული 2008-01-13 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Definition of steampunk. Oxford University Press. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-07-18. ციტირების თარიღი: 6ოქტომბერი, 2012.
- ↑ Latham, Rob (2014) The Oxford Handbook of Science Fiction, გვ. 439. ISBN 9780199838844.
- ↑ What The Hell Is Steampunk?. HuffPost UK. ციტირების თარიღი: 2017-08-31.
- ↑ Kimberly Burk (2010). Creating the Future-Past: Understanding Steampunk as Triadic Movement (en). Brandeis University. ციტირების თარიღი: 2018-06-17. დაარქივებული 2016-01-13 საიტზე Wayback Machine.
- ↑ Frauke Matz (2016). Punk Tales. ABC-CLIO, გვ. 1751, გვ. 834-835. ISBN 9781610692540.
- ↑ (2011) Presentations of the 2010 Upstate Steampunk Extravaganza and Meetup, EBSCO ebook academic collection. Cambridge Scholars Publishing, გვ. 132, გვ. 199. ISBN 1443830747.
- ↑ Strickland, Jonathan. Famous Steampunk Works. HowStuffWorks. ციტირების თარიღი: 18 მაისი, 2008.