სტივენ ჰიროროუკი „სტივ“ აოკი (დ. 30 ნოემბერი, 1977) — ამერიკელი მუსიკოსი, პროდიუსერი, დიჯეი და მუსიკალური აღმასრულებელი[2]. 2012 წელს „Pollstar“-მა ის დაასახელა, ყველაზე მაღალ შემოსავლიან ელექტრონულ შემსრულებლად ჩრდილოეთ ამერიკაში. სტივ აოკიმ Billboard-ის ჩარტში მოხვედრილი რამდენიმე სტუდიური ალბომი გამოსცა, რომელთაგან ერთ-ერთი, „Wonderland“, 2013 წელს ნომინირებული იყო გრემიზე საუკეთესო საცეკვაო/ელექტრონული ალბომის კატეგორიაში. სტივ აოკი საქველმოქმედო ფონდის დამფუძნებელია, რომელიც ეხმარება გლობალურ ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს. 21 აპრილს, 2017 წელს, ის „Netflix“-ის შოუს „Bill Nye Saves the World“ სპეციალური სტუმარი იყო.

სტივ აოკი

სტივ აოკი 2014 წელს
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 30 ნოემბერი, 1977 (1977-11-30) (47 წლის)
დაბ. ადგილი მაიამი, ფლორიდა, აშშ
ჟანრ(ებ)ი EDM
ელექტრო-ჰაუსი
დაბსტეპი[1]
აქტიური 1996–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
საიტი steveaoki.com
სტივ აოკი ვიკისაწყობში

ადრეული ცხოვრება და განათლება

რედაქტირება

სტივენ ჰიროროუკი აოკი დაიბადა ფლორიდის შტატის ქალაქ მაიამიში და გაიზარდა კალიფორნიის ქალაქ ნიუპორტ-ბიჩში. მან 1995 წელს დაამთავრა ნიუპორტის ჰერბორის საშუალო სკოლა. ის წარმოშობით იაპონელი, როკი აოკის და ჩიჟურუ კობაიაშის მესამე შვილია[3]. ჰყავს უფროსი და კანა და ძმა კევინი, ასევე ნახევარ და მოდელი და მსახიობი დევონ აოკი. სტივ აოკი სწავლობდა სანტა-ბარბარას კალიფორნიის უნივერსიტეტში, სადაც მან მიიღო ბაკალავრის ხარისხი ორ სპეციალობაში, ფემინისტურ განათლებასა და სოციოლოგია. კოლეჯში სწავლის პერიოდში მან შექმნა მუსიკალური ჩანაწერები და ჩაატარა ანდერგრაუნდუილი ტიპის კონცერტები სტუდენტური საცხოვრებლის დარბაზში[4].

მუსიკალური კარიერა

რედაქტირება

სტივ აოკიმ 1996 წელს დააარსა საკუთარი ლეიბლი „Dim Mak Records“ . 2006 წლის მაისში ის გახდა მაიკლ დეივისის „მუსიკალური რევოლუციის მოძრაობის“ (არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც უზრუნველყოფდა საჯარო სკოლების ფარგლებში მუსიკალურ განათლების პოპულარიზაციას) წევრი. აოკის სადებიუტო ალბომი, „Pillowface and His Airplane Chronicles“ 2008 წლის იანვარში გამოვიდა. სტივ აოკი წელიწადში საშუალოდ 250 შოუს ატარებს მსოფლიოს მასშტაბით. სტივ აოკთან ერთად ტურებს ატარებს ძალიან ბევრი ცნობილი მუსიკოსი. 2009 წელს მან დაუკრა Diplo-სთან ერთად ჩინეთში, პეკინში. 2012 წლის ივნისში ის მოხვდა Pollstar-ის საუკეთესო 100-ეულში. 2010 წლის მარტში, სტივ აოკიმ Zuper Blahq-თან (will.i.am-ის ალტერ-ეგო) გამოუშვა სიმღერა „I'm in the House“, რომელიც გამოშვებიდან პირველ კვირას ბრიტანეთის ჩარტებში 29–ე ადგილას გავიდა,მოგვიანებით კი დიდი ბრიტანეთის ინდი-ჩარტში შევიდა. 2013 წლის 11 ოქტომბერს ლინკინ პარკმა და სტივ აოკიმ გამოსცეს სიმღერა „A Light That Never Comes“, რომელიც 18 დღის შემდეგ შევიდა ალბომში Recharged.

აოკი 2013 წელს DJ Times-ისა და Pioneer DJ-ის მიერ ჩატარებულ კონკურსში „საუკეთესო დიჯეი“ მე–6 ადგილზე გავიდა[5].

დისკოგრაფია

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. *Rennie, Andrew (January 27 – February 3, 2010). „A-okay Aoki“. NOW Toronto. 29 (22). ციტირების თარიღი: September 28, 2014.[მკვდარი ბმული]
  2. Kid Millionaire დაარქივებული 2004-08-24 საიტზე Wayback Machine. . Dim Mak. Retrieved on January 7, 2012.
  3. Aoki family tree from NY mag Nymag.com. Retrieved on July 9, 2008
  4. Santa Barbara Student Housing Cooperative | we own it. sbcoop.org. ციტირების თარიღი: February 16, 2015.
  5. Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — August 1, 2014. ციტირების თარიღი: 2014-08-08.