სტეფან ლაზარევიჩი
სტეფან ლაზარევიჩი (სერბ. Стефан Лазаревић / Stefan Lazarević; დ. 1377 — 19 ივლისი, 1427), ასევე ცნობილი როგორც სტეფან მაღალი (სერბ. Стефан Високи / Stefan Visoki) — სერბეთის მმართველი უფლისწული (1389–1402) და დესპოტი (1402–1427). ის პრინც ლაზარ ხრებელიანოვიჩის ვაჟი იყო და ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო რაინდად ითვლებოდა. 1389 წლის კოსოვოს ბრძოლაში მამის გარდაცვალების შემდეგ, სტეფანი ქვეყნის მმართველი დედასთან, მილიცასთან (ქალიშვილობის გვარი: ნემანიჩი) ერთად გახდა, სრულწლოვანებამდე, 1393 წლამდე. 1402 წელს სტეფანმა მიიღო დესპოტის ტიტული.
სტეფან ლაზარევიჩი | |
---|---|
სერბ. Стефан Лазаревић Stefan Lazarević | |
სტეფან ლაზარევიჩის ფრესკა მანასიის მონასტრიდან | |
თავადი | |
მმართ. დასაწყისი: | 1389 |
მმართ. დასასრული: | 1402 |
დესპოტი | |
მმართ. დასაწყისი: | 1402 |
მმართ. დასასრული: | 1427 |
წინამორბედი: | ლაზარ ხრებელიანოვიჩი |
მემკვიდრე: | ჯურაჯ ბრანკოვიჩი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | დაახ. 1377 |
დაბ. ადგილი: | კრუშევაცი, მორავიული სერბეთი |
გარდ. თარიღი: | 1427 |
გარდ. ადგილი: | გლავა, სერბეთის სადესპოტო |
დაკრძ. ადგილი: | მანასიას მონასტერი |
დინასტია: | ლაზარევიჩი |
მამა: | ლაზარ ხრებელიანოვიჩი |
დედა: | პრინცესა მილიცა |
რელიგია: | სერბეთის მართლმადიდებლობა |
1403–1404 წლებში უნგრეთის მოკავშირედ გახდომის შემდეგ, სტეფანმა დიდი ქონება მოიპოვა, მათ შრის მნიშვნელოვანი ბელგრადი და გოლუბაცის ციხე. მას ასევე ეკავა უმაღლესი წოდება დრაკონის რაინდულ ორდენში. მისი მმართველობის პერიოდში მას ხანგრძლივი დაპირისპირება ქონდა ძმისშვილთან, ჯურაჯ ბრანკოვიჩთან, რომელიც საბოლოოდ დასრულდა 1412 წელს. მან ასევე დაამყარა კონტროლი ზეტას ტერიტორიაზე და აწარმოა ომი ვენეციის რესპუბლიკის წინააღმდეგ. იმის გამო, რომ სტეფანს შვილი არ ჰყავდა მან მის მემკვიდრედ ჯურაჯი დანიშნა 1426 წელს, გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე.
ქვეყნის შიგნით მან სერბ დიდგვაროვნებს წინააღმდეგობა გაუწია და მშვიდობიანი პერიოდი სერბეთის პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და სამხედრო გაძლიერებისათვის გამოიყენა. 1412 წელს მან გამოსცა შახტების კოდექსი, სადაც ცალკე გამოყოფილი იყო ნოვო ბრდო - იმ დროისთვის ბალკანეთის ნახევარკუნძულზე მდებარე უდიდესი შახტა. ამ კოდექსმა სერბეთის ტერიტორიაზე მაღაროების განვითარებას შეუწყო ხელი, რომელიც, დროთა განმავლობაში, სერბეთის ეკონომიკის ხერხემლად ჩამოყალიბდა. მისი გარდაცვალების დროს სერბეთი ვერცხლის წარმოებით ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი იყო. არქიტექტურის განხრით მან ხელი შეუწყო მორავას არქიტექტურული სკოლის განვითარებას. მისი მეფობის ამსახველი და პირადი ლიტერატურული ნაწარმოებები ზოგჯერ ასოცირდება სერბეთის აღმოძინების პერიოდთან. მან სერბეთში მოაწყო რაინდული ტურნირები, საზოგადოებას წარუდგინა საბრძოლო ტაქტიკა და ცეცხლსასროლი იარაღი. ის ხელს უწყობდა ხელოვნებისა და კულტურის განვითარებას. სტეფანი მხარს უჭერდა მკვლევარებს და ასევე ეხმარებოდა ლტოლვილებს.
ამასთანავე, სტეფანი მწერალი იყო. მის ყველაზე ცნობილ ნაწარმოებს წარმოადგენს „პატივი სიყვარულს“, რომელიც რენესანსის ეპოქის ელემენტებს შეიცავს. მისი მეფობის პერიოდში ჩამოყალიბდა რესავას სკოლა.
ოჯახი
რედაქტირებასტეფანი იყო მორავიული სერბეთის პრინცის, ლაზარისა და მისი მეუღლის, ნემანიჩების გვარის წარმომადგენელი მილიცას ვაჟი. მილიცას მამა, პრინცი ვრატკო ვუკანის პირდაპირი შთამომავალი იყო, რომელიც, თავის მხრივ, სტეფან ნემანიას უფროსი ვაჟი იყო. სტეფანის გარდა მათ კიდევ შვიდი შვილი ჰყავდათ.[1][2][3]
ქორწინება
რედაქტირება1405 წლის 12 სექტემბერს სტეფანმა იქორწინა ელენა გატილუსიოზე, ფრანცესკო II-ის ქალიშვილზე. კონსტანტინ კოსტენეცელის მონაცემებით, სტეფანმა თავისი მეუღლე პირველად ლესბოსზე ვიზიტისას ნახა, სადაც ფრანჩესკო II- მ მას ქალიშვილებს შორის არჩევანის გაკეთება შესთავაზა. ქორწინება შედგა ელენეს დის, იმპერატრიცა ეირენეს „რჩევით და მონაწილეობით“.
ქორწინების შემდეგ ელენა არსად აღარაა ნახსენები. ამ ფაქტზე დაყრდნობით ანტონ ლუტრელმა ივარაუდა რომ: „როგორც ჩანს, წყვილს შვილები არასოდეს ყოლია. მისი გარდაცვალების ან დაკრძალვის შესახებ არაფერია ცნობილი; და, რაც ყველაზე უჩვეულოა, იგი არ არის გამოსახული 1402 წელზე გვიან დათარიღებულ ფრესკებზე სტეფანთან ერთად“.[4] ლუტრელის აზრით: „ის ძალიან ახალგაზრდა იყო ქორწინებისთვის და, სავარაუდოდ, ელენა ლესბოსზე დარჩა და სერბეთში არასდროს უმოგზაურია. სავარაუდოა ისიც, რომ ელენა ქორწინებიდან მალევე გარდაიცვალა“.[5]
სტეფანის დები და ძმები | |||
---|---|---|---|
სტეფანის ძმები | |||
სახელი | მოღვაწეობა | ტიტული | |
დობროვოი | (გარდაიცვალა ბავშვობაში) | ||
ვუკი | (?–1410) | პრინცი | |
სტეფანის დები | |||
სახელი | მოღვაწეობა | ქორწინება | |
მარა | (?–1426) | ვუკ ბრანკოვიჩი დაახ. 1371[1][2][6] | |
იელენა | (?–1443) | 1.ჯურაჯ II ბალშიჩი (1385–1403), დაახ. 1386[1][2] 2.სანდალი ჰრანიჩი (1392–1435), 1411 | |
დრაგნა [3][6] | (?–?) | ივან შიშმანი (1371–1395) ან მისი ვაჟი ალექსანდრე შიშმანი. დაახ. 1386[6] | |
თეოდორა | (?—1405-მდე)[3] | ნიკოლა II გორიანსკი, დაახ. 1387[1][2] | |
ოლივერა | (დაახ. 1378[1] — 1443-მდე[2][3]/1444[1]) | ბაიაზიდ I (1389—1403), 1390 |
ლიტერატურა
რედაქტირება- Bogdanović, Dimitrije; Mihaljčić, Rade; Ćirković, Sima; Kalić, Jovanka; Kovačević-Kojić, Desanka; Blagojević, Miloš; Babić-Đorđević, Gordana (1982) რედ. Kalić, Jovanka: Историја српског народа: Доба борби за очување и обнову државе (1371–1537). Belgrade: Srpska književna zadruga.
- Fine, John V.A. (1994). The Late Medieval Balkans: A Critical Survey from the Late Twelfth Century to the Ottoman Conquest. The University of Michigan Press.
- Kalić, Jovanka (1982a). „Велики преокрет“, Историја српског народа: Доба борби за очување и обнову државе (1371–1537), გვ. 64–74.
- Kalić, Jovanka (1982b). „Немирно доба“, Историја српског народа: Доба борби за очување и обнову државе (1371–1537), გვ. 75–87.
- Blagojević, Miloš (1982). „Врховна власт и државна управа“, Историја српског народа: Доба борби за очување и обнову државе (1371–1537), გვ. 109–127.
- Purković, Miodrag (1978). Knez i despot Stefan Lazarević. Sveti arhijerejski sinod Srpske pravoslavne crkve.
- Stojaković, Slobodanka (2006). Деспот Стефан Лазаревић. Српско нумизматичко друштво. ISBN 978-86-902071-6-9.
- Trifunović, Đorđe, ed. (1979). „Stefan Lazarević“. Књижевни радови. Srpska književna zadruga. 477.
- Veselinović, Andrija (2006). State of the Serbian Despots. Zavod za udžbenike i nastavna sredstva. ISBN 86-17-12911-5.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- მანასია
- რა იყო ნიკროპოლისის ბრძლოს გადამწყვეტი მომენტი (ჯოშუა გილბერტი, 08.08.2008)
- ასტრონიმიული მოტივები სერბეთის შუა საუკუნეების ნუმიზმატიკურ ნიმუშებში (დესპოტ სტეფან ლაზარევიჩის მონეტები)
- Türkmen, İlhan (2013). „Osmanlı'nın Emrinde Bir Sırp Despotu: Stefan Lazareviç“ [A Serbian Despot Under the Heel of the Ottoman Empire: Stefan Lazarevic] (PDF). Uluslararası Sosyal Araştırmalar Dergisi. 6 (28).
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 Ivić, Aleksa (1928). Родословне таблице српских династија и властеле. Novi sad: Matica Srpska, გვ. 5.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 Genealogy - Balkan states: The Lazarevici. ციტირების თარიღი: 25 February 2010
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 Medieval Lands project - Serbia: Lazar I [1385-1389, Stefan 1389–1427]. ციტირების თარიღი: 25 February 2010
- ↑ Anthony Luttrell, "John V's Daughters: A Palaiologan Puzzle", Dumbarton Oaks Papers, 40 (1986), pg. 105
- ↑ Luttrell, "John V Daughters", p. 106
- ↑ 6.0 6.1 6.2 Андрија Веселиновић Радош Љушић, "Српске династије", Нови Сад, 2001. ISBN 86-83639-01-0