სტეფანწმინდის მთამსვლელობის მუზეუმი

იაგორ კაზალიკა­შვი­ლის სახელობის მთამსვლელობის მუზეუმიიაგორ კაზალიკაშვილის სახელობის მუზეუმი ისტორიული მუზეუმი საქართველოში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ქალაქ სტეფანწმინდაში (ვაჟა-ფშაველას ქ. 54). სტეფანწმინდის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ფილიალი. მოთავსებულია ცნობილი მთასვლელის იაგორ კაზალიკაშვილის (1882-1935 წწ.) სახლში. გაიხსნა 1938 წელს მთამსვლელის დაბადების 100 წლისთავთან დაკავშირებით. მუზეუმი შედგება სამი ოთახისაგან. ერთ ოთახში გამოფენილია იაგორ კაზალიკაშვილის მემორიალი ნივთები, მეორე დათმობილი აქვს ფოტოგამოფენას, რომელიც ასახავს საქართველოში ალპინიზმის განვითარებას, მესამე ოთახში ხევში ალპინიზმის განვითარების ამსახველი ფოტომასალაა.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება