სტეფანწმინდის მაღალმთის სტაციონარი
სტეფანწმინდის მაღალმთის სტაციონარი — საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბოტანიკის ინსტიტუტის სტაციონარი, ისტორიული ძეგლი მდებარეობს დაბა სტეფანწმინდაში, დაარსდა 1961 წელს, სტაციონარის კვლევითი მუშაობის ძირითადი მიმართულებებია კავკასიონის მაღალმთის მცენარეულის შესწავლა, ბუნებრივი საკვები სავარგულების გაუმჯობესებისა და დაცვის ღონისძიებების შემუშავება. ბოტანიკის ინსტიტუტის ექსპერიმენტული ეკოლოგიის განყოფილების თანამშრომლები აქ შეისწავლიან მაღალმთის ეკოსისტემის სტრუქტურულ-ფუნქციურ თავისებურებებს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჩიმაკაძე თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 436.