სტეფანია სანდრელი
სტეფანია სანდრელი (იტალ. Stefania Sandrelli, დ. 5 ივნისი, 1946, ვიარეჯო, ტოსკანა, იტალია) — იტალიელი კინომსახიობი. ბოლო პერიოდში ძირითადად მონაწილეობს სატელევიზიო გადაცემებსა და თამაშობს ტელესერიალებში.
სტეფანია სანდრელი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
5 ივნისი, 1946 (74 წლის) ვიარეჯო, ტოსკანა, იტალია |
მოქალაქეობა | იტალია |
პროფესია | მსახიობი |
აქტიური | 1960-დან |
საიტი | [[1]] |
ადრეული წლები
რედაქტირებასანდრელი დაიბადა ტოსკანის ქალაქ ვიარაჯოში. მისი ოჯახი საშუალო კლასს ეკუთვნოდა.. დედა- ფლორიდა და მამა ოტელო სანდრელი ( რომელიც მაშინ გარდაიცვალა, როდესაც გოგონა რვა წლის იყო) პატარა საოჯახო ტიპის სასტუმროს მფლობელები იყვნენ ვიარეჯოში.
ბავშვობაში სტეფანია დადიოდა ბალეტზე, სწავლობდა აკორდეონზე დაკვრას. მას ჰყავდა შვიდი წლით უფროსი ძმა- სერჯიო. წარმატებული მუსიკოსი. გარდაიცვალა 2013 წელს.[1][2]
კარიერა
რედაქტირებათოთხმეტი წლის ასაკში გოგონამ მონაწილეობა მიიღო კონკურსში "მის იტალია", ხოლო ერთი წლის შემდეგ 1960 წელს გაიმარჯვა მშობლიურ ქალაქში Miss Cinema Viareggio- ს სილამაზის კონკურსზე. მოხვდა ჟურნალ Le Ore- ს გარეკანზე. მომავალ მსახიობს მიეცა შესაძლებლობა კინოში მოხვედრილიყო. მსახიობს პოპულარობა მოუტანა პიეტრო ჯერმის ფილმმა „განქორწინება იტალიურად“ ხსენებულ ფილმში სტეფანია სანდრელის პარტნიორობას უწევდა ცნობილი იტალიელი კინოვარსკვლავი მარჩელო მასტროიანი, რომელიც მთავარი გმირის, ანჯელას ბიძაშვილისა და შეყვარებულის როლს ასრულებდა.საფინალო სცენაში ახალგაზრდა მსახიობის გამოჩენამ საცურაო კოსტუმში განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა მაყურებელზე. შემდგომში სტეფანიამ პიეტრო ჯერმის კიდევ სამ ფილმში მიიღო მონაწილეობა.[3]
ამასთან, მსახიობის მომდევნო როლებმში (შესანიშნავ გარეგნობასთან ერთად) გამოიკვეთა მისი არაჩვეულებრივი ნიჭი. პიეტრო ჯერმის მომდევნო ფილმმა - "შეცდენილი და მიტოვებული" და განსაკუთრებით ანტონიო პიეტრანჯელის სურათმა "მე მას კარგად ვიცნობდი" მსახიობის წარმატება განამტკიცა. სანდრელი მოიწვიეს რეჟისორებმა საფრანგეთიდან, მათ შორის იყვნენ ჟან პიერ მელვილი და ჟან პიერ მოკი; ესპანეთიდან (ბიგას ლუნა); ცნობილი პორტუგალიელი რეჟისორი მანოელ ოლივეირა ("მოლაპარაკე კინო"). სტეფანია სანდრელიმ ერთ-ერთი საუკეთესო როლი შეასრულა ბერნარდო ბერტოლუჩის ფილმში "კონფორმისტი", რომელმაც მიიღო უმაღლესი შეფასებები კინოკრიტიკოსებისგან. 1971 წელს მას საუკეთესო იტალიური ფილმის წოდება მიენიჭა, ხოლო მსახიობს კიდევ უფრო მეტი პოპულარობა მოუტანა.
1980 წელს სტეფანია სანდრელიმ მოიგო იტალიური კინო პრემია Nastro d'Argento ქალის მეორე ხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისათვის. ეტორე სკოლას დრამაში "ტერასა"[4] .1983 წელს მან განაახლა კარიერა ტინტო ბრასის ეროტიული ნამუშვრით "გასაღები"[5].ფილმის ეკრანებზე წარმატებული გამოსვლის შემდეგ, მან ითამაშა მთელ რიგ ეროტიულ ფილმებში.
პირადი ცხოვრება
რედაქტირებასტეფანია სანდრელის ხანგრძლივი ურთიერთობა ჰქონდა იტალიელ მომღერალ და კომპოზიტორ ჯინო პაოლითან. მათი ქალიშვილი ამანდა სანდრელი, დაიბადა 1964 წელს. ასევე ცნობილი იტალიელი მსახიობია.[6]
ჯილდოები
რედაქტირება- 1969 წელს სან-სებასტიანის კინოფესტივალზე დაჯილდოვდა პრიზით „ვერცხლის ნიჟარა“ ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის.
- სტეფანია სანდრელი არის "დავით დონატელოს" პრემიის სამგზის გამარჯვებული, მათ შორისაა ფრანჩესკა არკიბუგის The Minion Gone (1989).
- 2005 წლის 10 სექტემბერს ვენეციის 62-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე მიიღო ჯილდო „ოქროს ლომი“ კინოხელოვნებაში შეტანილი წვლილისათვის.[7]
- 2012 წლის 11 მაისს მსახიობმა მიიღო საფრანგეთის ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის რაინდის წოდება.[8]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Lino Miccichè (1999). Io la conoscevo bene di Antonio Pietrangeli: infelicità senza dramma. Associazione Philip Morris progetto cinema, 1999. ISBN 887180273X[მკვდარი ბმული]. (იტალ.)
- ↑ Elio Girlanda (2002). Stefania Sandrelli. Gremese Editore, 2002. ISBN 8884401739.(იატლ.)
- ↑ Silvio D'Amico. Enciclopedia dello spettacolo: 1955-1965. Unedi-Unione editoriale, 1966.
- ↑ Enrico Lancia (1998). I premi del cinema. Gremese Editore, 1998. ISBN 88-7742-221-1[მკვდარი ბმული]. (იტალ.)
- ↑ Paolo Mereghetti. Il Mereghetti: dizionario dei film. Baldini & Castoldi, 2001. ISBN 8884900875. (იტალ.)
- ↑ Enrico Lancia, Roberto Poppi (2003). Dizionario del cinema italiano, Le attrici. Gremese Editore, 2003. ISBN 888440214X[მკვდარი ბმული].(იტალ.)
- ↑ Gino Moliterno (12 October 2009). The A to Z of Italian Cinema. Scarecrow Press, 2009. ISBN 978-0810870598[მკვდარი ბმული]. (იტალ.)
- ↑ Ciro Scategni (11 May 2012). "Stefania Sandrelli regina di cultura in Francia: nominata Cavaliere Arti e Lettere". Oggi 24. Retrieved 30 March 2013. (იტალ.)